ომბუდსმენობის კანდიდატის შეფასებით, კეზერაშვილი ოლიგარქია, ივანიშვილი — არა

ფოტო: კადრი ვიდეოდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი თინათინ ერქვანია წარსდგა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ოლიგარქის განმარტების საკითხი საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის პუნქტი გაჩნდა.
- ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოება მიუთითებს, რომ ეს ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეხება.
- თუმცა, მმართველი გუნდი ამას არ აღიარებს, ივანიშვილს მეცენატს უწოდებს, ოლიგარქად კი ფორმულას დამფუძნებელს, ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ასახელებს.
- პრემიერმინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილიც კი მისწერა, სადაც არწმუნებდა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.
დეტალები: ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა კანდიდატს ჰკითხა, მეცენატი შეიძლება თუ არა მიიჩნეოდეს ოლიგარქად, რასაც თინათინ ერქვანიამ ასე უპასუხა:
- "მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა არის ტერმინი ოლიგარქი. მახსოვს, იურისტებთან მსჯელობისას მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არის რუსეთში სახეზე".
- "ასეთი ტიპის ადამიანები საქართველოში შეიძლება არსებობდნენ. აი, მაგალითად, ბატონი დავით კეზერაშვილი რომ ავიღოთ, მე მგონია, რომ რაღაც დოზით ამ კრიტერიუმებს შესაძლოა აკმაყოფილებდეს იმიტომ, რომ არსებობს რაღაც კონკრეტული ქეისები".
- "თუ ოლიგარქი არის ის, რაც აღვწერე, კრიმინალური წარმომავლობის ფული და ასევე ჩართული პოლიტიკაში და გადართული პოლიტიკურ პროცესებში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში ამას ვერ ვხედავ".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები