კოალიციის შეფასებით, კაპანაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე მორიგი დარტყმაა
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება 2 ნოემბრის სააპელაციოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ იმპიჩმენტზე ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კაპანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლითაც მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
- იმპიჩმენტის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებდნენ და ტელევიზიაზე სახელისუფლებო გავლენის მოპოვების მცდელობაზე საუბრობდნენ.
- კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა — პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც.
- ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.
კოალიციის განცხადებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია უკან მედიის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.
- ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სააპელაციომ ბათუმის საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ისე, რომ განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.
- "ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის ფონზე, კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს".
- მათივე შეფასებით, ეს საქმე კიდევ ერთი მაგალითია, რომ ხელისუფლება ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ხოლო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურია.
დეტალები: განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს აჭარის ტელევიზიაში არსებული პროგრესის ფონზე კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტმა ბევრი კითხვა გააჩინა.
- გარდა ამისა, ახალი მენეჯმენტის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართულმა დევნამ ცხადი გახადა, რომ კაპანაძის იმპიჩმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავდა მიზნად.
არქივიდან: კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი.
- იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა, ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა, გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს.
- ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.
- იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას, ამავეს ამბობდა არხის თანამშრომლების ნაწილიც.
- 6 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმპიჩმენტზე მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა — რაზეც კაპანაძემ განაცხადა, რომ მოსამართლემ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ გადაუხვია.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
- მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
- 2019 წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
- 2018 წელს კაპანაძემ დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები