აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ისევ სროლაში ადანაშაულებენ — ამჯერად რა ხდება
განცხადებებს ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ. ამ ეტაპზე ადგილობრივ მედიებს დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
- ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა — სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩათვლით, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა;
- მეზობელი ქვეყნების ურთიერთბრალდებებს სისტემური სახე აქვს, განსაკუთრებით სექტემბრის შემდეგ, როცა კონფლიქტი ისევ განახლდა.
სომხეთი: ამჯერად სომხეთში ამბობენ, რომ 6-7 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა სომხურ სამხედრო პოზიციებს, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
- მათი თქმით, მსხვერპლი არ ჰყავთ.
- და დილის 8 საათისთვის სასაზღვრო ზონაში მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
აზერბაიჯანი: მათი თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ნოემბერს, 19:35 საათიდან 21:50 საათამდე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლებული პუნქტის მიმართულებით სხვადასხვა კალიბრის იარაღის ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს.
- უწყება მსხვერპლზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.
მოლაპარაკებები: შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტზე სომხეთის პრემიერმინსტრ ნიკოლ ფაშინიანს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა შედგა.
- ამის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები შეძლებდნენ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას, რომელსაც წლის ბოლომდე მოეწერება ხელი.
- შეთახმდნენ აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნაზეც — ევროპის საბჭოს განცხადებით, მისია მაქსიმუმ ორ თვეში დაიწყება და მიზანი ნდობის განმტკიცება და საზღვრის დამდგენი კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა იქნება.
- 31 ოქტომბერს კი სოჭში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერმინისტრის შეხვედრა გაიმართა — განიხილეს დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას დაეფუძნება.
- მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა დაადასტურეს ვალდებულება, "ზედმიწევნით შეასრულონ ყველა ყველა პირობა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების" ნორმალიზებისთვის.
- ასევე, ნათქვამია, რომ შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ძალის გამოყენების ან მისი გამოყენების მუქარისგან.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები