2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტების ფასზე მაქსიმალური ზღვრის დადგენას გეგმავს

ფოტო: shutterstock.com
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში მედიკამენტზე მაღალი ფასებია, რაც არაერთხელ გახდა, როგორც საზოგადოების, ასევე, პოლიტიკური პარტიების მხრიდან მთავრობის კრიტიკის მიზეზი.
- 2022 წლის 10 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგამდნენ ნაბიჯებს, რაც მედიკამენტების ფასებს შეამცირებდა, 17 იანვარს კი თურქეთის ბაზარი გაიხსნა.
- პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ მთავრობის ამოცანაა მედიკამენტების ფასების მონიტორინგი, ხარისხის კონტროლი და საჭირო გახდება რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
დეტალები: მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია.
- მათივე თქმით, წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
- პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკულ და ონკოლოგიურ დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, რომელიც დაახლოებით 1 100 დასახელებისაა.
- ეტაპობრივად, მეორე კვარტლიდან, ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები