ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა — თავმჯდომარის არჩევნების თარიღი ცნობილია
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილმა 9 ნოემბერს შიდაპარტიული არჩევნები, მათ შორის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მითხოვა.
- იმავე დღეს, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ არჩევნების ჩასატარებლად მზადაა, თუმცა პარტიელები ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.
- არჩევნებში საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.
- 10 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პროცესში არ ჩაერთვებოდა, თუმცა 16 ნოემბერს გადაიფიქრა, თავისი კანდიდატურა დააყენა და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. რის შემდეგაც ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.
დეტალები: პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სხდომა კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
- "ჩვენი მთავარი საკითხი, მთავარი საზრუნავი დღეს, უმთავრესი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება. ამაზე ვიმსჯელეთ ბევრი, ვიმსჯელეთ სამოქმედო გეგმაზე, რა სამოქმედო გეგმით ვხვდებით სასამართლო პროცესებს", — თქვა ნაყოფიამ.
- მისივე განცხადებით, პარტიაში არჩევნები ბლოკჩეინ სისტემით ჩატარდება.
- "კანდიდატების წარმომადგენლებმა შემოიტანეს ორი პროექტი, ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო ფეისბუკით კენჭისყრაზე, მეორე იყო ბლოკჩეინის პლატფორმაზე, მაგრამ მეორე მხარემ დაუჭირა მხარი ბლოკჩეინს. 1 ხმა იყო წინააღმდეგი, 69-მ მისცა ხმა. [...]
- იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბლოკჩეინის სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა", — ამბობს ნაყოფია.
ნიკა მელიას განცხადებით, პარტიამ კრიტიკულ ვითარებაში უპრეცედენტო ერთობის უნარი გამოავლინა.
- "მოხარული ვარ, რომ იმ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც არიან ამ წუთას, დღემდე იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებზე, მათ ეს ეტყობათ რიტორიკაში, მივესალმები კიდევაც, კარგი იქნებოდა, აქამდეც მოგვეხერხებინა", — ამბობს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
- მელიას განცხადებით, პარტიისთვის მთავარი საკითხი ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
- "პირველ რიგში, მწვავე და აქტუალური საკითხი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კარს მომდგარი სასამართლო პროცესები, როდესაც ჩვენ, მთელი ენმ, მისი ამომრჩევლები, მხარდამჭერები და არა მხოლოდ ამ პარტიის ამომრჩევლები და მხარდამჭერები, უბრალოდ ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ვინც მხარს არ უჭერს ადამიანის სიკვდილს ტყვეობაში, ვიქნებით მობილიზებულნი გადამწყვეტი დღისთვის, როდესაც იქნება განაჩენის გამოტანის თარიღი, გავერთიანდებით", — თქვა მან.
ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ამბობს, რომ მთავარი საკითხები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და "რუსი ოლიგარქის" წინააღმდეგ ბრძოლა.
- "წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად, მათსავე წარმოდგენილ ვერსიას დავეთანხმეთ. მარტივი მიზეზები აქვს ამას, პარტიაში შარზე არავინ არ არის. პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად, ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად", — განაცხადა ხაბეიშვილმა.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები