პროტესტის ნიშნად ენმ აჭარის უმაღლეს საბჭოს ტოვებს
ამის შესახებ პარტიის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს და მიზეზად ტექნიკური პირობების არარსებობა დაასახელეს, პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედში, მიხეილ სააკაშვილის პალატაშია გადაღებული.
- კადრები აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით თარიღდება და უხმოდ და უკონტექსტოდ არის შეკრული. 10-წუთიანი ვიდეოდან ბოლო პერიოდის კადრებს, რომლებიც სააკაშვილის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს, ყველაზე ნაკლები დრო, 19 წამი ეთმობა. ნაწილზე კი თარიღი საერთოდ არ ჩანს.
- ვიდეომასალის გამოქვეყნებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ, თუ "სიმულაციური ქმედებები" არ შეწყდებოდა, გაასაჯაროებდნენ მტკიცებულებებს.
დეტალები: აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ მათი პარტია "რუსული ხელისუფლების" გვერდით ჯდომას აღარ აპირებს.
- მისი განცხადებით, ხელისუფლება სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობითა და მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯითაა დაკავებული.
- "ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, თუ როგორ კლავს წამებით მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ქართული ოცნება.
- მაშინ როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად და კონკრეტული რეფორმებით, ნაცვლად ამისა, დაკავებულია შურისძიებითა და პოლიტიკური ანგარიშსწორებით, რომ ევროპის კარი სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის", — თქვა ბაგრატიონმა.
- მისივე განცხადებით, განვითარებული პროცესების ყურებას კაბინეტიდან აღარ აპირებენ და სააკაშვილის "რუსული ტყვეობიდან" დასახსნელად იბრძოლებენ.
გიორგი კირთაძე, ენმ-ს ფრაქციის წევრი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ამბობს, რომ ერთობის დროა არა მხოლოდ მათ პარტიაში, არამედ მთელს საზოგადოებაში, რადგან ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება სხვაგვარად შეუძლებელია.
- "ავტოკრატიულ რეჟიმებთან ბრძოლა არ არის მარტივი ამბავი და არც პირადად პუტინის ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დახსნა არ არის მარტივი ამბავი, რომელსაც გუშინ, პრაქტიკულად, სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
- წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, ვუყურებდეთ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში და პარალელურ რეჟიმში, რაღაცა დემოკრატიის იმიტაციას ვქმნიდეთ და ვსხდებოდეთ ქართულ ოცნებასთან ბიუჯეტის თუ სხვა საკითხების განსახილველად", — თქვა მან.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები