რას ამბობს ვივამედის დირექტორი სააკაშვილსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ვივამედის დირექტორმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმედის ეთერში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს და მიზეზად ტექნიკური პირობების არარსებობა დაასახელეს, პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედში, მიხეილ სააკაშვილის პალატაშია გადაღებული.
- კადრები აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით თარიღდება და უხმოდ და უკონტექსტოდ არის შეკრული. 10-წუთიანი ვიდეოდან ბოლო პერიოდის კადრებს, რომლებიც სააკაშვილის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს, ყველაზე ნაკლები დრო, 19 წამი ეთმობა. ნაწილზე კი თარიღი საერთოდ არ ჩანს.
- ვიდეომასალის გამოქვეყნებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ, თუ "სიმულაციური ქმედებები" არ შეწყდებოდა, გაასაჯაროებდნენ მტკიცებულებებს.
ნადირაძემ წამყვანის კითხვაზე, რამდენად ხშირია სააკაშვილისგან "ეს აგრესიული ქცევა", თქვა, რომ ხშირი არაა და დასძინა:
- "იქ წინაპირობაც ის იყო, ეს სასამართლო პროცესის მცდელობა რომ იყო მასთან პალატაში, ამას მოჰყვა მისი მხრიდან ასეთი აგრესიული გამოვლინება".
- კლინიკის დირექტორის თქმით, პერსონალის მიმართ დამოკიდებულებაზე საუბარი მისგან არასწორი იქნება, რადგან "პაციენტი ყოველთვის მართალია".
დეტალები: ნადირაძის განცხადებით, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე უარესი ის "შეურაცხყოფების კასკადია", რასაც თანამშრომლები სააკაშვილის კლინიკაში შეყვანის დღიდან განიცდიან.
- "რომ ჩვენ ვართ ყველა მკვლელები, ჩვენ მას ვწამლავთ, ჩვენ მას ვკლავთ, ჩვენ მას ვანადგურებთ. ეს იცით რა ძნელი მოსასმენია, რომ შენ ფაშისტი ხარ".
- "მე მასთან მშვენიერი კომუნიკაცია მაქვს, რომ რა დავაშავე, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ეს ასე არ არის, რატომ გვერჩიან ასე, ნუ მიაქცევ ყურადღებას იქ რას წერენო, მე არავისთვის არაფერი დამივალებიაო", — თქვა ნადირაძემ.
გარდა ამისა, ვივამედის დირექტორის თქმით, სააკაშვილის კლინიკაში მოთავსების დღიდან ექიმები კოლოსალური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ასევე, სიცრუეს უწოდებს იმას, რომ ვივამედს დიაგნოზები არ აქვს.
- "ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, იმიტომ, რომ განკურნება არის გადავადების და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ამიტომ, ჩვენ, აი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ?!"
- "ჩვენ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით და გარეთ ვინც არის, ექიმი, ექსპერტი, ადვოკატი, მომხრეები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვინც მის მხარესაა, მთელი ეს ამხელა მანქანა მომართულია ჩვენკენ, რომ თქვენ ამას ვერ იზამთ, არ გამოგივათ".
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნადირაძე ამბობს, რომ უფლება არ აქვს გაასაჯაროოს დიაგნოზები და დეტალები, ამიტომ ამ საკითხზე მისთვის საუბარი რთულია.
- მისი თქმით, სააკაშვილი მცირე რაოდენობით, შერჩევითად იკვებება, აღნიშნავს, რომ იყო 1-2 პირღებინების ეპიზოდი, თუმცა "რასაც ჭამს, ირგებს".
- ასევე, დასძენს, რომ ყლაპვის ფიზიკური წინააღმდეგობა არ არსებობს, "ხოლო იმის იდენტიფიცირება ან დასკვნა, არ ჭამს თუ ვერ ჭამს, იმდენად სუბიექტური და სათუოა, ამის დამტკიცება ძალიან რთულია".
- ამასთან, აღნიშნა ისიც, რომ ინდექსი დათვალეს და ის კახექსიაში არ ჯდება.
- "კახექსიების რაღაც მარკერებია სისხლში, რომელიც ჩვენ, ასევე, გავზომეთ, გავსინჯეთ, ესენიც ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიული მონაცემები კახექსიის დამადასტურებელ სურათს არ იძლევა".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები