ვინ როგორ აფასებს აბაშიძე-კარასინის ჩანაწერს
გუშინ აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი, Youtube არხ კიბერ კმარაზე გავრცელდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ავთენტურობა პირველ არხთან დაადასტურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2008 წლის შემდეგ პირველია, როდესაც საქართველო-რუსეთის ოფიციალურ პირები ერთმანეთს პირადად ესაუბრებიან — ის 2012 წლიდან დაიწყო.
- გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც აბაშიძის თქმით 20 ან 21 ივნისს შედგა, მეგობრული მოკითხვის შემდეგ კარასინი ამბობს, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო "კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით" და სურს, ისინი რეგულარული გახდეს.
- საუბარია ქვეყნებს შორის გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე ახალი კორიდორის მშენებლობაზე, რომელიც რუსეთს და საქართველოს დააკავშირებს.
ვრცლად ჩანაწერზე: აბაშიძე კითხულობს, სად იქნება კორიდორი, რომლის იდეაც რუსებს აქვთ, რაზეც კარასინი ამბობს: "არ ვიცი. რუკა არ გვქონდა ხელში, მაგრამ ეს კრასნოდარის ოლქიდანაა პირდაპირ ტერიტორიაზე... მე როგორც ვხვდები, ეს რაღაც ადგილია, დაახლოებით რომ ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ".
- პასუხად აბაშიძე კარასინს ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით პარალელური ახალი გზის მშენებლობაზე ესაუბრება და ახსენებს, რომ ამაზე ადრეც უსაუბრიათ.
- კარასინი ამბოს, რომ სურს აბაშიძე ინფორმირებული იყოს და "მთავარია ხელი შეუწყონ იმას, რომ თუ საჭიროება ჩნდება, მხარეებმა ერთმანეთში იკონტაქტონ".
- "ახლა, გულწრფელად რომ ვთქვათ, საუბარი იმაზე, რომ სადღაც რაღაცას ვიწყებთ, ამის დრო არ არის", — ამბობს აბაშიძე და კარასინი უდასტურებს, რომ ახლა "ცოტა არაადეკვატურია".
- დიალოგი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტების, სამუშაო გეგმების და ამინდის განხილვით გრძელდება — აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ არც ცხელა, არც ცივა და კარგი, სასიამოვნო ამინდია.
- "კარგი. ხელს გართმევ. შენები მომიკითხე. ნახვამდის, გეხვევით", — ასე ასრულებს საუბარს კარასინი და პასუხად მადლობებს იღებს.
გამოხმაურებები: დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერის ტონი და შინაარსი იმის ბრალია, რომ "არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას".
- "მთავარი კითხვა არის ის, თუ რას ვშვრებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა აი, ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის — არა და 24 თებერვალი განმსაზღვრელი საერთოდ ევროპის", — აცხადებს ის.
-
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს საუბარი არის დანაშაული, რომელსაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ხოლო იმ სატრანსპორტო ფორმატს, რომელსაც დიპლომატები განიხილავენ, საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს.
- "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით კი, არ ვართ ის ხალხი, ვინც ამ ფონზე "რუსეთს ასეთ ტონალობაში მეგობრულად და ჯიგრულად ველაპარაკებით" — ისიც 24 თებერვალს მოსახლეობას პარლამენტის წინ შეკრებისკენ და ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს.
რას ამბობენ ქართულ ოცნებაში: დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძემ კი იმედის ეთერში განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერის შინაარს საფრთხის შემცვლად არ მიიჩნევს.
- "არ მგონია, რომ საფუძვლიანია სკეპტიციზმი, რომელსაც კრიტიკული დამოკიდებულება ავლენს — ჩვენი ოპონენტების მხრიდან აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი", — აცხადებს ის.
- მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბექა დავითულიანი ფიქრობს, რომ მათ სატელეფონო კონტაქტში "სკანდალური არაფერია".
- "იმაში, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში ორი მთავარი მონაწილე, თავად კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს ტელეფონზე ეკონტაქტებიან, მე ამაში სკანდალურს ვერაფერს ვხედავ", — ამბობს ის.
გარდა ამისა, ლელო ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს, რათა აბაშიძემ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რა პროექტებზე საუბრობდნენ ის და კარასინი.
- თავად აბაშიძემ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნა, რომ ის ორჯერ მოისმინა, მაგრამ ვერ მიხვდა, "სასკანდალო რა არის".
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები