შსს-მ მხატვარ სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
- ფაქტზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების განცხადებით, საქმის ფარგლებში შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა, გამოძიება კი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.
- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა.
რას ამბობდა მუზეუმი: მათი თქმით, მხატვრის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნის, შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება.
- რაც კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია.
- თუმცა მხატვარი შოთა აფციაური ამბობდა, რომ გამოფენამდე არ მოუწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის.
როგორი იყო გამოხმაურებები: სულაბერიძის მხარდასაჭერად 12 თებერვალს აქცია გაიმართა.
- მომხდარს გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც და თქვა, რომ გამოძიების დაწყება ქურდობის მუხლით არასწორია.
- სულაბერიძის საქმეზე ქურდობის მუხლით გამოძიების დაწყება გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილმაც.
- მხარდასაჭერი აქციის შემდეგ კი, რომელსაც ათობით პოლიციელი იცავდა, პრეზიდენტმა დაწერა, რომ პოლიციის 20 მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს.
- "მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს?" — კითხულობდა ის.
- ზურაბიშვილის პოსტის შემდეგ უწყების გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და იქიდან ნახატები წამოიღო.
- პროტესტს მხატვარი შოთა აფციაური შეუერთდა ეროვნული გალერეიდან ნამუშევრის გატანა მოითხოვა, მოგვიანებით გამოფენის კურატორმა მხატვრებს უპასუხა, რომ თუ ვინმეს გალერეიდან ნამუშევრების წაღება უნდა, წაიღოს.
- "მე ვეტყოდი ხელოვანებს, რომ, რა თქმა უნდა, არაფრის არ უნდა შეეშინდეთ იმიტომ, რომ უფრო შორს, ეს ყველაფერი ვერ წავა", — ასე გამოეხმაურა მომხდარს ყოფილი ომბუდსმენი.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები