ღარიბაშვილის შემდეგ ფრანკლინის კლუბსა და სირცხვილიას კობახიძეც თავს ესხმის
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ფრანკლინის კლუბის შესახებ ამჯერად ქართული ოცნების თავმჯდომარე შეუერთდა და სტუდენტები ახალგაზრდულ ექსტრემისტულ დაჯგუფებად მოიხსენია.
- პრემიერმინისტრმა იმედის ეთერში რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე საუბრისას ფრანკლინის კლუბს ანარქისტები უწოდა და თქვა, თითქოს, ახალგაზრდებს "რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ".
- კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ ექსტრემისტული დაჯგუფებები "გაშიფრა", რომელთა ორგანიზებითაც იყო, ვითომ და, ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ.
- ქართული ოცნების თავმჯდომარემ საუბრისას ფრანკლინის კლუბს, რომელსაც სტუდენტებში საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს, უცხოური გავლენის აგენტი უწოდა.
დეტალები: კობახიძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან, გირჩი — მეტი თავისუფლებასთან, სირცხვილია და დროასთან ერთად გასულ კვირაში გამოიკვეთა ფრანკლინის კლუბის აქტიურობა.
- "ფრანკლინის კლუბი არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. რისი მხარდამჭერიცაა ამერიკული ორგანიზაცია ატლას ნეთვორქი, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა არა ერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა ბრექსითზე", — თქვა კობახიძემ.
- მან კლუბი დაადანაშაულა, თითქოს პოლიტიკური აქტივიზმისთვის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას ახორციელებს.
- "სტუდენტების მობილიზაცია ხდება ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესაა კახა ბენდუქიძის თავის დროზე ერთ ლარად მითვისებული თავისუფალი უნივერსიტეტი და გიული ალასანიას მიერ ასევე ერთ ლარად მითვისებული საქართველოს უნივერსიტეტი", — განაცხადა კობახიძემ.
- ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ თითქოს ფრანკლინის კლუბში ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაა და უნდა, რომ სტუდენტების მშობლების ყურადღება ამაზე გაამახვილებინოს.
გარდა ამისა, კობახიძემ განაცხადა, რომ კლუბში ტრენინგებს ატარებენ ოპოზიციის ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.
- ამბობს, რომ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.
- ლექტორი მელაძე კობახიძეს პასუხობს, რომ "განახევრებული" და "დაუსრულებელია".
- "მელაძე ექსტრემისტი ლექტორიაო, უთქვამს დაუსრულებელ კობახიძეს. ექსტრემისტი მამაშენია, შე განახევრებულო!", — წერს გიორგი მელაძე.
ფრანკლინის კლუბი სოციალურ ქსელში ბრალდებების წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს და იმედს მოუწოდებს, ღარიბაშვილის ბრალდებებზე საპასუხოდ, ღია ეთერში მიიწვიოს.
- მათი განცხადებით, იმედის ეთერში არაერთხელ გავიდა დეზინფორმაცია მათ შესახებ, რაც 12 მარტს, ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში ღარიბაშვილის აბსურდული განცხადებებით დაგვირგვინდა.
- "ეს დეზინფორმაცია აშკარად ატარებს აგრესიულ, შავრაზმულ ხასიათს და ემსახურება ფრანკლინის კლუბისგან მტრის ხატის შექმნას", — აცხადებენ ისინი.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები