აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები შეასრულებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: უვიზო რეჟიმი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, 2012 წელს კი საქართველოს მხრიდან ცალმხრივად აღდგა. ხოლო პირდაპირი ფრენები 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თავად აკრძალა.
- მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო ოკუპანტ ქვეყანას სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, თან ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მცდელობები უკვე დიდი ხანია შესამჩნევია.
- სერგეი ლავროვიც კი ამბობდა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
- 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა ისიც, რომ თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
- 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
- ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
- შედეგად, პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- აგრესორმა პრეზიდენტმა, გაუქმა თავისივე შეზღუდვაც, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
დეტალები: თბილისის აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები მხოლოდ შესრულდება იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში.
- საუბარია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისისა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშიროსო აეროპორტებზე.
- "განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება", — აზუსტებენ ისინი.
გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც.
- მათი თქმით, გამომდინარე "საქართველოს მტკიცე პოზიციიდან", რომ ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები შეასრულებენ, ყველა განაცხადს დეტალურად შეისწავლიან და სხვადასხვა მექანიზმით გადაამოწმებენ.
- ასევე, ამბობენ, რომ აქვთ კონსულტაციები და სწავლობენ მაგალითებს ყველა იმ სახელმწიფოსგან, რომლებიც იცავენ სანქციებს და აქვთ პირდაპირი მიმოსვლა რუსეთთან.
- სააგენტოს ცნობით, მათთან შესულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე.
- "სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული".
პარალელურად, მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, რითიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას და პირდაპირ ფრენებზე უარის თქმას ითხოვენ.
- ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
- ამ დროისთვის [12:13] პეტიციას 6 309 ხელმომწერი ჰყავს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები