დავითაშვილის თქმით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს სამივე აეროპორტში სურთ ფრენა
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უვიზო რეჟიმი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, 2012 წელს კი საქართველოს მხრიდან ცალმხრივად აღდგა. ხოლო პირდაპირი ფრენები 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თავად აკრძალა.
- მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო ოკუპანტ ქვეყანას სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, თან ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მცდელობები უკვე დიდი ხანია შესამჩნევია.
- სერგეი ლავროვიც კი ამბობდა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
- 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა ისიც, რომ თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
- 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
- ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
- შედეგად, პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- აგრესორმა პრეზიდენტმა, გაუქმა თავისივე შეზღუდვაც, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
დეტალები: დავითაშვილის თქმით, რუსულთან ერთად, ქართული ავიაკომპანიებისგანაც ფრენებზე მოთხოვნა პუტინის გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიიღეს.
- ამბობს, რომ საავიაციო სააგენტოს ექსპერტებთან ერთად ინტენსიური მუშაობა ჰქონდათ, შეისწავლეს სხვა ქვეყნების მაგალითები და "მსოფლიოში ყველაზე მკაცრ მიდგომაზე" შეჯერდნენ.
- როგორც დავითაშვილი განმარტავს, ფრენების დაშვებაზე გადაწყვეტილების მიღებისას ორი კრიტერიუმით იხელმძღვანელებენ.
- მისი თქმით, დაიშვებიან ბორტები, რომლებიც გადიან ტექნიკურ შემოწმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს მოთხოვენს აკმაყოფილებენ და ასევე, ისინი, რომლებსაც "საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ აქვთ პრობლემა".
- "ჩვენ წავედით ყველაზე უფრო კონსერვატიული მიდგომით, ჩვენ მაქსიმალურად ვაზღვევთ უსაფრთხოების საკითხზე, მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გადაზიდვებზე".
დავითაშვილი ამბობს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენას კომერციულ მნიშვნელობასთან ერთად, "სოციალური მნიშვნელობაც აქვს".
- "საქართველოს მოქალაქეები, ან ეთნიკურად ქართველები მცხოვრები რუსეთის ფედერაციაში ხშირად ვერ სარგებლობენ პირდაპირი ავიამიმოსვლით, არ ჰქონდათ წვდომა ოჯახებთან, აქედან და იქიდან და ეს რა თქმა უნდა, მათ სოციალურ მდგომარეობას და მათ პირობებს გააუმჯობესებს", — თქვა მან.
- ეკონომიკის მინისტრი, ასევე, ამტკიცებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების კუთხით "არანაირი პრობლემა არ ექნება", რადგან ქვეყანამ "ყველაზე მკაცრი მიდგომა აირჩია".
აეროპორტების გაერთიანებაში დღეს განაცხადეს, რომ ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები შეასრულებენ.
- საუბარია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისისა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშიროსო აეროპორტებზე.
- "განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება", — დააზუსტეს მათ.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები