ისრაელის სკოლებში გრეტა თუნბერგის სახელს სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ
ისრაელის სკოლებში ცნობილი შვედი გარემოსდამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის, სახელს სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა იოავ კიშმა ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზი თუნბერგის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტია, რომლითაც აქტივისტმა ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე მხარდაჭერა პალესტინას გამოუცხადა.
"ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც 1 400 უდანაშაულო ისრაელელის, მათ შორის, ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმული ადამიანების დახოცვაზეა პასუხისმგებელი. მათ 200-ზე მეტი ადამიანიც გაიტაცეს ღაზაში", — ამბობს მინისტრი, — "ამ განცხადების შემდეგ კი [თუნბერგი] ისრაელელი მოსწავლეებისთვის სამაგალითო ადამიანი და შთამაგონებელი პიროვნება ვეღარ იქნება".
თუნბერგი წლებია, თანამოაზრეებთან ერთად იფიცება ყოველ პარასკევს და ასე მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, კლიმატის კრიზისის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან. 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული პოსტით კი მან გამომწერებს მოუწოდა, პალესტინის მხარდასაჭერად გაფიცულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ თუნბერგს პოსტში ჰამასის თავდასხმაზე არაფერი უთქვამს — ამას მხოლოდ მოგვიანებით გაუსვა ხაზი კომენტარებში, როცა პოსტს კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.
"თქმაც არ სჭირდება — ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა — რომ ჰამასის საშინელი თავდასხმის წინააღმდეგი ვარ", — დაწერა გრეტამ კომენტარებში, — "როგორც ვთქვი, მსოფლიომ ხმა უნდა აიმაღლოს და მოითხოვოს ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ, სამართლიანობა და თავისუფლება პალესტინელებისა და ყველა მშვიდობიანი მოქალაქისთვის".
თუმცა, თუნბერგის პოსტს ამის შემდეგაც მოჰყვა კრიტიკული კომენტარები, მათ შორის, ისრაელელი გარემოსდამცველი აქტივისტების მხრიდან. მათგან 100-ზე მეტმა გრეტას ღია წერილითაც მიმართა და სთხოვა, "ხელახლა შეეხედა ჰამასის ჩადენილი სისასტიკისათვის". აქტივისტები წერილში ამბობენ, რომ თუნბერგის განცხადებით "გულნატკენნი, აღშფოთებულნი და იმედგაცრუებულნი" არიან.
"გრეტა თუნბერგი მსოფლიოში დღეს ყველაზე ცნობილი გარემოსდამცველი აქტივისტია", — აცხადებს ისრაელელი აქტივისტების გაერთიანება Adam Teva V'Din, — "თავისი ამ სტატუსით, გრეტამ ცალმხრივი და ულოგიკო განცხადება გააკეთა, სრულიად უგულებელყო ისრაელელი მოქალაქეების თავსდატეხილი სისასტიკე და ასობით ადამიანის გატაცება".
აღსანიშნავია, რომ თუნბერგს თავდაპირველად გამოქვეყნებული პოსტის წაშლა და ხელახლა დადებაც მოუწია, რადგან პირვანდელ ვერსიაზე თანდართულ ფოტოში სათამაშო რვაფეხა ჩანდა. ზოგმა ეს ნაცისტების ცნობილ ანტისემიტურ პლაკატზე მინიშნებად ჩათვალა. გრეტამ კი ახსნა, რომ მსგავს ნივთებს, უბრალოდ, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები იყენებენ საკომუნიკაციოდ.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ჰამასმა 7 ოქტომბრის დილას მიიტანა. დაჯგუფებამ, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა, ასობით კი — მძევლად აიყვანა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, რეგიონში 5 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, თუკი მანამდე ღაზის ელექტრომომარაგებას ისრაელი უზრუნველყოფდა, თავდასხმის შემდეგ მან რეგიონი სრულ ალყაში მოაქცია და, გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან ერთად, ღაზას ელექტრომომარაგებაც შეუწყვიტა. საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცებით, საავადმყოფოებს ღაზაში საწვავის მარაგი ეწურებათ, რაც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, ღაზის სექტორში არც საწვავი არ შესულა.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები