იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა ორმა მოსამართლემ, რომლებსაც კლანთან აკავშირებენ — რა ხდება
მოკლედ: ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგი აცხადებს, რომ მათი წარმომადგენელი დაესწრო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას გუშინ, 14 მარტს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
- საუბარია ბადრი შონიასა და პაატა სილაგაძეზე.
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში On.ge-ს დაუდასტურეს ინფორმაცია და გვითხრეს, რომ შონიამ და სილაგაძემ თანამდებობა დატოვეს 2024 წლის 11 მარტს.
"აღსანიშნავია, რომ ბადრი შონია და პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად", — აცხადებს სასამართლოს გუშაგი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 15 წევრი შედის, შონიასა და სილაგაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 13 წევრი დარჩა.
რატომ არის ეს პრობლემა: სასამართლოს გუშაგი აღნიშნავს, რომ ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება, უშუალოდ, კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს.
- "გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში", — აღნიშნავს ორგანიზაცია.
რა გვახსოვს ამ მოსამართლეებზე:
- ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სტრიქონებს შორის: 2021 წლის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები საბჭოს წევრების არჩევას აპროტესტებდნენ და პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ.
მანამდე ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შეახსენეს.
კერძოდ, დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერებულიყო. მათი განცხადებით, ეს იქნებოდა გამოხატულება ერთგულებისა მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.
- შონია განიხილავდა ბირჟა მაფიას რეზონანსულ საქმეს, 2017 წელს.
- ასევე, 2018 წელს, პატიმრობის ნაცვლად, გირაო შეუფარდა პირს, რომელმაც კლუბ ბასიანის ორი თანამშრომელი დაჭრა.
კლანთან დაკავშირებით, შონია ამბობს, რომ ასეთი რამ სასამართლოში არ არსებობს — ამის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა: "კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. ამას თუ კლანს ეძახით [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა] — არ ვიცი. [სანქციები] დარტყმა არ არის. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ. წყნარად, მშვიდად ვართ, აბსოლუტურად ყველა, მთელი კორპუსი", — უთხრა მან ფორმულას.
- პაატა სილაგაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.
- იუსტიციის საბჭოს წევრად ის 2021 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს, გიორგი გოგინაშვილთან ერთად.
- 2021 წელს, ევროკავშირის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ იუსტიციის საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული და რომ, ეს გადაწყვეტილება, ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.
- სილაგაძეს, შონიას მსგავსად, სასამართლო კლანთან აკავშირებენ: "უმაღლეს საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევით კლანი ინარჩუნებს გავლენებს", — განაცხადა 2021 წელს ორგანიზაციამ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).
რედაქციისგან: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
კომენტარები