5 თებერვალს რეალური სივრცის მხარდასაჭერად აქცია იმართება
ხვალ, 5 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაცემა რეალური სივრცის მხარდასაჭერად აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი მწვანე მუშტია.
"გვინდა აღვნიშნოთ, რომ რეალური სივრცე ბოლო 5 წლის განმავლობაში, იყო ერთადერთი საზოგადოებრივი გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ეს იყო სივრცე, რომელიც ეთმობოდა ჩვენი საზოგადოების იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, იმ ადამიანებს, რომელთა ხმაც არ ისმის საზოგადოებაში, საზოგადოებრივ აქტივიზმს, რომელიც მიმართულია სოციალური პროგრესისკენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რეალური სივრცის დახურვა არ იქნება მხოლოდ ერთი გადაცემის არსებობის შეწყვეტა, არამედ ეს იქნება საზოგადოებაში მყოფი ჩაგრული ჯგუფებისა და ადამიანებისათვის ხმის წართმევა, საზოგადოებაში მიმდინარე რეალური პროცესების გაშუქების შეწყვეტა და მცდელობა, რომ მედია სივრცეში ადგილი არ იყოს ხალხისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკარგავს იმ ერთადერთ გადაცემას, რომელიც სძენს მას ლეგიტიმაციას იწოდებოდეს საზოგადოებრივად," - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ რეალური სივრცე სჭირდება საქართველოს, ქართულ მედიას, ადამიანებს.
"მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გადარდებთ მედია სივრცეში რეალური ინფორმაციის წყაროს შენარჩუნება, შენარჩუნება ხალხის ხმისა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 5 თებერვალს, საღამოს 6 საათზე შევიკრიბოთ პირველი არხის შენობასთან!.. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენია და არა ელიტების!" - წერს მწვანე მუშტი.
გუშინ, 3 თებერვალს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მათთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა რეალური სივრცის დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. დღეს კი, არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმაცია უარყო.
-
გადახედვაბორელი და ვარჰეი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ბორელი და ვარჰეი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
კომენტარები