ქართული ოცნების წევრი, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე იმ მიზეზით მივიდა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად მივიდა.

მისი თქმით, არავინ უნდა ჩაერიოს სამართალდამცავების კომპეტენციაში, რადგან სპეცსამსახურის თანამშრომლები მაღალპროფესიონალები და გამოცდილები არიან.

"დაიმედებული უნდა ვიყოთ, რომ ეს სპეცოპერაცია ჩატარდება წარმატებით და მსხვერპლი არ მოყვება არცერთი მხრიდან, რადგან ყველა ადამიანი არის ცოდო - ეს არის მთავარი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაცია თითქმის 21 საათია ტარდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი სხვების დასაკავებლად კი, სპეცოპერაცია გრძელდება. ამ დროის მდგომარეობით, დაჭრილია სპეცრაზმელი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.