ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილეები რუსულ კანონზე პარლამენტის წევრებს მიმართავენ

ფოტო: Erasmus+ / EU
არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი — ასე მიმართავენ ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტები და კურსდამთავრებულები საქართველოს პარლამენტის წევრებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ერასმუსის პროგრამის მონაწილეები ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სწავლობდნენ ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში.
- ამ პროგრამით საქართველოდან ათასობით სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა განათლება ევროპულ უნივერსიტეტში მიიღოს, უფინანსდებათ სწავლა და ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები.
დეტალები: ხელმომწერების განცხადებით, რუსული კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, დემოკრატიულ განვითარებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ნებას.
- პროგრამის მონაწილეების შეფასებით, მაშინ, როცა საქართველოსთვის ღიაა შესაძლებლობის ფანჯარა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მსგავსი კანონის ინიციირებაც კი აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
- "მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი ზემოაღნიშნულ კანონს, დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია, გარეთაა მოქალაქეების ნება და იმოქმედეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ", — ნათქვამია განცხადებაში.
კანონპროექტი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
გამოხმაურებები: "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
- ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
- სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები