მინისტრთან შეხვედრის მიუხედავად, რესპუბლიკური საავადმყოფოში ისევ პროტესტია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 მარტს რესპუბლიკურის თანამშრომლები ითხოვდნენ, რომ არ შეცვლილიყო კლინიკის ადგილმდებარეობა.
- ამბობდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევა მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა.
- მათივე თქმით, ერთი წლის წინ რესპუბლიკურის მედპერსონალს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციაზე.
- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია გამორიცხა.
- 29 მარტს საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს, მათ შორის, პრემიერმინისტრთან შეხვედრა.
- საკითხზე ისაუბრეს ამირან გამყრელიძემ და ეკატერინე ტიკარაძემ.
- ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ იღებენ სრულ პასუხისმგებლობას თანამშრომლების დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც დააწესეს.
- "იმ შემთხვევაში, კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ", — თქვა მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილი გუშინ, 10 აპრილს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და განაცხადა, რომ შეჯერდნენ, "იქნება დემონტაჟი, რეაბილიტაცია თუ სართულების ცვლილება."
- "შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია თუ სართულების ცვლილება", — განაცხადა აზარაშვილმა.
- მისივე განმარტებით, ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ელოდებიან და ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით მოქმედებენ.
დეტალები: ექიმი გიორგი დუნდუა ფორმულასთან ამბობს, რომ გუშინდელი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და კონსტრუქციული იყო და სამინისტროს მხარემ მათ კლინიკის განვითარების სამომავლო სტრატეგია წარუდგინა.
- ამბობს, რომ წარმოდგენილი სტრატეგია თანხვედრაშია მათ სურვილთან, რომ კლინიკა იყოს სრულად აღჭურვილი, ძირითადი შეუთანხმებლობა კი რეკონსტრუქციის გზებზეა.
- მისი განცხადებით, მათი სურვილია, რომ კლინიკამ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს და მუშაობის უწყვეტ რეჟიმში მოხდეს რეაბილიტაცია.
- დუნდუას განცხადებით, ექსპერტებს ნახევარი წლიდან რვა თვემდე სჭირდებათ, რომ დასკვნისთვის.
- "ჩვენი შეკრების მიზანი რჩება, რომ მოხდეს დირექტორის შეცვლა. ეს საკითხი რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს ჩვენგან ადამიანს, რომელიც იქნება ამ რთულ ვითარებაში კლინიკის ხელმძღვანელი. მან ბევრი საკითხი უნდა გადაწყვიტოს მაღალი ნდობით", — განაცხადა გიორგი დუნდუამ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები