ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ნანა კოსტავა დღეს, 31 მაისს ქართულმა ოცნებამ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა. თუმცა, ის დეპუტატის მანდატს მაინც ინარჩუნებს.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".

ამავე თემაზე: