მადრიდში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოტო: Xiao Yijiu / AP
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მადრიდში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
"მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ამავდროულად გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში", — აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინსიტროში ამბობენ, რომ საკონსულო დაინფიცირებული პაციენტის ოჯახთან და კლინიკასთან მუდმივ კავშირზეა.
ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 5 700-ს გადააჭარბა.
დღეს, 14 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მესამეული კონტაქტით ინფიცირების შემთხვევა.
პანდემია და რეკომენდაციები
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.
- პრემიერმა შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები
- პრემიერმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა
- კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის მერიის სერვისები შეიზღუდება
- საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი კიდევ 4 ევროპული ქვეყნისთვის დაწესდა — სია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.
ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები