სწრაფი ტესტების აუცილებლობა ჯერ არ არის, ქაოტური ტესტირება დაბნეულობას გამოიწვევს — გაბუნია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში სწრაფი ტესტების აუცილებლობა არ არის.
თამარ გაბუნია განმარტავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან, საქართველო მიჰყვება "დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს", PCR ტესტირებას და სხვადასხვა ტესტის ქაოტურმა გამოყენებამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს.
"ვმუშაობთ იმაზე, რომ ეროვნული ალგორითმი, რომელსაც დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენებთ, იყოს ერთიანი, გამართული და მკაფიო ეტაპობრივი სქემით, თუ რა ჯგუფში, რა ეტაპზე, რომელ ტესტს ვიყენებთ. აქ ტესტების ქაოტურმა გამოყენებამ შეძლება გამოიწვიოს გარკვეული დაბნეულობა ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგების ჭარბად აღმოცენების თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს PCR ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობას", — თქვა თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი ინფორმაციით, ყველა ლაბორატორია სრული დატვირთვით მუშაობს და მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ ყველა საეჭვო შემთხვევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად იქნას შესწავლილი.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ ტესტირება უკვე შესაძლებელია არამარტო ლუგარის ლაბორატორიაში, არამედ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმში და ქუთაისში, ასევე, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.
მინისტრის მოადგილე მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე სწრაფი ტესტების საჭიროება არ არის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, ქვეყანაში არსებობს ტესტების სწრაფი გზით რეგისტრაციის და დაშვების მექანიზმი.
მისი ინფორმაციით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოში სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით 5 განაცხადია შესული, მათგან ორს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდა და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, სააგენტო ამ საკითხს განიხილავს.
"არანაირი ხელოვნური შეფერხება სამინისტროს მხრიდან არ არსებობს, სამინისტრო მიჰყვება დადგენილ წესს, რაც არის დაწესებული იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ უხარისხო ტესტების შემოტანა ქვეყანაში", — ამბობს თამარ გაბუნია.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
დღეს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში მყოფი 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია. იმ ადამიანებს შორის, ვისი ვირუსით ინფიცირებაც 19 მარტს დადასტურდა, ერთ-ერთი 80 წელზე მეტისაა, მას თანმხლები მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს.
საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი, პაციენტი N1 უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 262.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მომდევნო ორ კვირაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რადგან საქართველოში უკვე დააბრუნეს საზღვარგარეთ მყოფი 2 000 მოქალაქე, რომლებიც საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის 18 მარტის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
დღეს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლება შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობას ჯერ არ აცხადებს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კარანტინის გამოცხადება.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობას ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებების გამკაცრება შესთავაზა, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ის აღნიშნავს, რომ ეს საკვებ ობიექტებსა და აფთიაქებს არ უნდა შეეხოს.
ამასთან, გაიცა რეკომენდაცია, სავაჭრო ობიექტებს იჯარის გადასახადი შეუჩერდეთ თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.
გარდა ამისა, დღეიდან ამოქმედდება შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 9 ძირითად პროდუქციაზე ფასები არ გაიზრდება.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს იღებენ და კითხვებს წინასწარ გზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. მათ შორის ერთი თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობდა. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინში გადაყვანილია 127 ადამიანი. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები