EMC მუხთარლის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას და საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პროკურატურას და პარლამენტს მოუწოდებს მიიღონ ზომები აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებისთვის.
ორგანიზაცია ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერვიუს 19 მარტს, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, სადაც მუხთარლიმ საქართველოდან მისი გატაცების საქმეში ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობისა და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ისაუბრა.
EMC-ის აზრით, ჟურნალისტის განცხადება გამოძიების მხრიდან ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, რისთვისაც მნიშვნელოვანია თავად მუხთარლის დაუყოვნებლივ გამოკითხვა და მისი მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
"ამასთან, რამდენადაც იკვეთება, რომ აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფასა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სავარაუდო კორუფციული გარიგებებს უკავშირდება, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა და საკითხის შესწავლა. მომხდარის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს, რაც არაერთხელ აღინიშნა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი აქტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ", - ამბობენ ორგანიზაციაში.
საქმის ობიექტურად გამოძიების, აფგან მუხთარლის გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების გარდა, EMC პროკურატურას მოუწოდებს, ჟურნალისტი და მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა დაზარალებულად ცნონ.
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის წევრებსაც, მათ შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებს, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია და დაიწყოს საკითხის შესწავლა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი და აქტივისტი, გატაცებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, თავისუფალია. მან აზერბაიჯანის ციხე 17 მარტს დატოვა და ოჯახთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. 19 მარტს კი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თბილისიდან მისი გატაცების დეტალებზე ისაუბრა. ჟურნალისტის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ მის გატაცებისთვის ქართულ მხარეს სამი მილიონი დოლარი მისცეს.
მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მის გატაცებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებები და მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. როგორც ის ჰყვება, თბილისში გატაცების დროს სამი ადამიანი დაესხა თავს, რომელთაც ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ, აზერბაიჯანის საზღვარზე კი პასპორტის გარეშე შეუშვეს.
"ეს დაუშვა სასაზღვრო პუნქტმა, სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა. ამის შესახებ იცოდა სასაზღვრო ჯარმა, სასაზღვრო სამსახურმა, უშიშროების სამსახურმა და საქართველოს რესპუბლიკის კრიმინალურმა სამსახურმა. ეს მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული, მინიმუმ გიორგი კვირიკაშვილმა იცოდა", - თქვა მუხთარლიმ.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ინტერვიუში აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და მოითხოვს გამოძიების დაწყებას.
"მხოლოდ მზად კი არა ვარ, მოვითხოვ, რომ ჩვენება ჩამომართვან. მინდა, ვაჩვენო ის ადგილები, საიდანაც გამიტაცეს, სადაც თავიდან ტომარა მომხსნეს, რა გზით წამიყვანეს — ყველაფრის ჩვენება შემიძლია", - თქვა მან.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.
რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალიტის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო.
აფგან მუხთარლის საქმეს ამ ეტაპზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები