გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ წელს ეკლესიაში, სააღდგომო ლიტურგიას ვერ დაესწრება.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავარი არხის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.

"წელს არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები სააღდგომო ლიტურგიას ვერ დავესწრებით", — აღნიშნა მან.

სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან არც ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში შეკრება და მათი იქ დარჩენა 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევაა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ.