ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება — გახარია
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, მას შემდეგ, რაც ეკლესიას კანონის დარღვევის შესაძლებლობა მისცა, აცხადებს, რომ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება ერთმანეთზე ზრუნვით უნდა ვიზეიმოთ. ამის შესახებ მის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც მოსახლეობას აღდგომას ულოცავს.
"თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება.
დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება.
ქრისტე აღდგა!", — წერია განცხადებაში.
მან მილოცვას ოჯახთან ერთად გასულ წელ გადაღებულ ფოტო დაურთო.
გიორგი გახარიამ აქამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობები ეხება ყველას, თუმცა 15 აპრილს მთავრობამ ეკლესიას უფლება მისცა კანონი დაერღვია — სააღდგომო ლიტურგიის დროს როგორც მრევლი, ასევე, ასაკოვანი სასულიერო პირები კომენდანტის საათის დროს ეკლესიაში და მიმდებარედ იმყოფებოდნენ.
ჯერ კიდევ 21 მარტს, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჟურნალისტების კითხვას, ეხებოდა თუ არა საგანგებო მდგომარეობისას არსებული შეზღუდვები, პრემერმინისტრმა უპასუხა, რომ ეხება "ყველას და ყველაფერს".
გახარიამ იმავე დღეს თქვა, რომ დარწმუნებულია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ეკლესიასთან კომუნიკაციაში პრობლემები არ ექნებათ. თუმცა, რამდენიმე საათში ცნობილი გახდა საპატრიარქოში მისი ვიზიტის შესახებ, რის შემდეგაც საპატრიარქოს პრესსპიკერმა მედიასთან განცხადება საპატრიარქოს პრესსპიკერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გახარიას განმარტებით, 10 ადამიანის ერთ სივრცეში შეკრების შესახებ შეზღუდვა "არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად".
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ეკლესიებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივ გრძელდებოდა და სხვა მოქალაქეებს აჯარიმებდნენ, გახარიამ ეკლესიის შესახებ კითხვებს კვლავ უპასუხა. მისი თქმით, მას, როგორც როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმოუდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე, ეკლესიისთვის.
2 აპრილს პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ თუ საშუალება არსებობს, რელიგიური რიტუალები სახლში უნდა აღესრულოს. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, ბევრს სურს კონფლიქტური ან დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს და ეს ასე არ იქნება. ის მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ხელისუფლება ეკლესიასთან ერთად ყოველთვის იპოვიდა "დაბალანსებულ გამოსავალს".
ბზობის შემდეგ, როცა ეკლესიებში ხალხმრავლობა იყო, ჯერ რამდენიმე მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, შემდეგ კი გახარია პატრიარქს კვლავ შეხვდნენ. საუბრის თემა და შინაარსი მათ საზოგადოებისთვის არ გაუმხელიათ. მეორე დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა აღიარა, რომ ბზობაზე სახელმწიფოს უფრო მკაცრად უნდა ემოქმედა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ "ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს" და მთელი პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა. მისი თქმით, "გონიერი მოქალაქე მიხვდება, არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას".
15 აპრილს უკვე მთავრობის პრესსპიკერმა გამოაცხადა ოფიციალური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეკლესიას კანონის დარღვევის საშუალება მისცეს — მრევლს დიდ ეკლესიებში 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაეცვა და მიეცა უფლება ტაძარში 21:00 საათამდე მისულს ღამე იქვე გაეთია.
ამ განცხადებიდან ერთ დღეში მთავრობამ დანარჩენ მოქალაქეებს კიდევ ერთი შეზღუდვა დაუმარა — ავტომობილებით გადაადგილება საერთოდ აკრძალა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სეკულარულ სახელმწიფოში მთავრობის გადაწყვეტილება ეკლესიასთან "შეთანხმებული არ ყოფილა" და მათ არც გადაადგილებაზე შეზღუდვა ეხებათ.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები