გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო — გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აღდგომის ღამეს ეხმაურება და ამბობს, რომ გუშინდელმა დღემ ყველას დაანახა, რომ "ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო". ამის შესახებ გახარია ფეისბუქზე წერს.
მისი თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, სახელმწიფოს წინაშე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა.
"გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ", — წერს გახარია.
როგორც გახარია წერს, სწორედ ასე, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით და ერთობლივი ძალისხმევით შენდება წარმატებული სახელმწიფო.
"კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", — წერს გახარია.
გიორგი გახარიამ აქამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობები ეხება ყველას, თუმცა 15 აპრილს მთავრობამ ეკლესიას უფლება მისცა კანონი დაერღვია — სააღდგომო ლიტურგიის დროს როგორც მრევლი, ასევე, ასაკოვანი სასულიერო პირები კომენდანტის საათის დროს ეკლესიაში და მიმდებარედ იმყოფებოდნენ.
ჯერ კიდევ 21 მარტს, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჟურნალისტების კითხვას, ეხებოდა თუ არა საგანგებო მდგომარეობისას არსებული შეზღუდვები, პრემერმინისტრმა უპასუხა, რომ ეხება "ყველას და ყველაფერს".
გახარიამ იმავე დღეს თქვა, რომ დარწმუნებულია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ეკლესიასთან კომუნიკაციაში პრობლემები არ ექნებათ. თუმცა, რამდენიმე საათში ცნობილი გახდა საპატრიარქოში მისი ვიზიტის შესახებ, რის შემდეგაც საპატრიარქოს პრესსპიკერმა მედიასთან განცხადება საპატრიარქოს პრესსპიკერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გახარიას განმარტებით, 10 ადამიანის ერთ სივრცეში შეკრების შესახებ შეზღუდვა "არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად".
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ეკლესიებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივ გრძელდებოდა და სხვა მოქალაქეებს აჯარიმებდნენ, გახარიამ ეკლესიის შესახებ კითხვებს კვლავ უპასუხა. მისი თქმით, მას, როგორც როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმოუდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე, ეკლესიისთვის.
2 აპრილს პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ თუ საშუალება არსებობს, რელიგიური რიტუალები სახლში უნდა აღესრულოს. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, ბევრს სურს კონფლიქტური ან დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს და ეს ასე არ იქნება. ის მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ხელისუფლება ეკლესიასთან ერთად ყოველთვის იპოვიდა "დაბალანსებულ გამოსავალს".
ბზობის შემდეგ, როცა ეკლესიებში ხალხმრავლობა იყო, ჯერ რამდენიმე მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, შემდეგ კი გახარია პატრიარქს კვლავ შეხვდნენ. საუბრის თემა და შინაარსი მათ საზოგადოებისთვის არ გაუმხელიათ. მეორე დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა აღიარა, რომ ბზობაზე სახელმწიფოს უფრო მკაცრად უნდა ემოქმედა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ "ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს" და მთელი პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა. მისი თქმით, "გონიერი მოქალაქე მიხვდება, არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას".
15 აპრილს უკვე მთავრობის პრესსპიკერმა გამოაცხადა ოფიციალური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეკლესიას კანონის დარღვევის საშუალება მისცეს — მრევლს დიდ ეკლესიებში 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაეცვა და მიეცა უფლება ტაძარში 21:00 საათამდე მისულს ღამე იქვე გაეთია.
ამ განცხადებიდან ერთ დღეში მთავრობამ დანარჩენ მოქალაქეებს კიდევ ერთი შეზღუდვა დაუმარა — ავტომობილებით გადაადგილება საერთოდ აკრძალა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სეკულარულ სახელმწიფოში მთავრობის გადაწყვეტილება ეკლესიასთან "შეთანხმებული არ ყოფილა" და მათ არც გადაადგილებაზე შეზღუდვა ეხებათ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები