"სამკურნალო პროტესტი" თბილისში და 26 მილიონზე მეტი უმუშევარი აშშ-ში — 23 აპრილის შეჯამება
22 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 682 225;
- გარდაცვლილი — 187 330;
- გამოჯანმრთელებული — 732 647.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 425;
- გამოჯანმრთელებული — 111;
- გარდაცვლილი — 5;
- კარანტინის რეჟიმში — 5126;
- სტაციონარში — 578;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
გირჩის აქციაზე 3 პირი დააკავეს და 15 დააჯარიმეს
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით გირჩის მიერ იპოდრომზე გამართულ აქციაზე 3 ადამიანი დააკევეს და 15 პირი 3-3 ათასი ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმებულებს შორისაა გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
შსს-ს ცნობით, 3 ადამიანი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღის ფოტო: Banksy-ს ქუჩის მხატვრობა გოგონა მარგალიტის საყურით, ახლა უკვე დამცავი ნიღბითაც. ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
აშშ-მ, შესაძლოა, აღარ აღუდგინოს დაფინანსება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას — პომპეო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამბობს, რომ აშშ-მ, რომელიც ჯანმოს ყველაზე დიდი დონორი იყო, შესაძლოა, საერთოდ აღარ აღადგინოს ორგანიზაციის დაფინანსება. გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უწყვეტდა და ამასთან, ისინი "პანდემიის საფრთხის არასწორ მართვაში" დაადანაშაულა.
მაიკ პომპეომ Fox News-ს უთხრა, რომ აშშ კარგად დააკვირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და დაამატა ისიც, რომ მათ სჭირდებათ დაინახონ "ორგანიზაციის ქმედებების სტრუქტურული გამოსწორება".
რა ხდება მსოფლიოში
- აშშ-ში კიდევ 4,4 მილიონი უმუშევარი დარეგისტრირდა. პანდემიის გამო შტატების ეკონომიკის ჩაკეტვიდან დღემდე უმუშევართა რაოდენობა 26 მილიონს აჭარბებს;
- ხუთშაბათს, 23 აპრილს იტალიაში 464 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ჯამში იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 25 549-მდე გაიზარდა;
- პანდემიის ფონზე მუსლიმები რამადანისთვის ეზმადებიან. დღესასწაულზე დაკეტილი იქნება მეჩეთები და მას მხოლოდ ოჯახებში აღნიშნავენ;
- საბერძნეთმა კარანტინი კიდევ ერთი კვირით 4 მაისამდე გაახანგრძლივა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მარტს გამოცხადდა. საბერძნეთში სულ 2 408 დადასტურებული შემთხვევაა;
- მომავალ კვირას საფრანგეთი კარანტინის მოხსნის გეგმას წარადგენს. საფრანგეთში მკაცრი კარანტინი მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
დღეს 8 პაციენტი გაეწერება ჩვენი კლინიკიდან, რაც ყველაზე მეტად გვახარებს — ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რვა პაციენტი გაწერეს. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, "ეს [ამბავი] ყველაზე მეტად ახარებთ", რადგან ამდენი პაციენტი ერთად აქამდე არ გაუწერიათ. მისი ცნობით, ამ ეტაპზე კლინიკაში 90-მდე ინფიცირებული რჩება. ლევან რატიანის თქმით, დაახლოებით 17 პირველადი უარყოფითი პასუხი მიიღეს და თუ ხვალაც იგივე რაოდენობის უარყოფით პასუხს მიიღებენ, 17-ვე დატოვებს კლინიკას.
რა ხდება საქართველოში
პარლამენტის განმარტებით, სასჯელი მხოლოდ მომდევნო საგანგებო მდგომარეობის დროს გამკაცრდება
საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დამრღვევებისთვის სასჯელი 6 წლამდე არა მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ პრეზიდენტის დეკრეტის ვადის გასვლის შემდეგ გამკაცრდება. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კვლავ გამოცხადდება.
პრეზიდენტის დეკრეტით, მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს წესების განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
პარლამენტს განმარტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თავისივე კანონპროექტის შესახებ საუბრისას არ დააკონკრეტა, რომ ცვლილება მოქმედ საგანგებო მდგომარეობას არ ეხება. მან აღნიშნა, რომ "ღმერთმა არ დაგვაჭირვოს", მაგრამ თუ "მომავალშიც" საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, უკვე სისხლის სამართლის კოდექსში იქნება კონკრეტული ნორმა მისი წესების დარღვევისთვის.
მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში
- შეზღუდვებს ეტაპობრივად მოვხსნით და ეკონომიკაზე არც ისე დრამატულად აისახება — ტიკარაძე
- ვმუშაობთ, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ეკონომიკაზე დრამატულად არ აისახოს — ტიკარაძე
- პროკურატურამ ბრალდებულებს სატელეფონო ზარების შესაძლებლობის ვადა გაუხანგრძლივა
- მინისტრი: ფერმერებისთვის დაწესებული დრო საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა
- საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა
- მაღაზიებს ვკეტავთ, თანამშრომლები 10 კმ-ს ფეხით დადიან — ზოომარტი
- ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს — თბილისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზოომარტზე
- დაუშვებელ დარღვევებს ვხედავთ, რაც საგანგაშოა — რეხვიაშვილი მარნეულში პროდუქციის ჩაბარების პროცესზე
- მესტიაში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა
- ფერმერები ითხოვენ, რომ საგანგებო რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს
დღის კარგი ამბავი
შოტლანდიაში ნაადრევად დაბადებულმა ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა
ტრეისი მაგუირს ახსოვს ის მომენტი, როდესაც ექიმებმა მისი სამი კვირის შვილის ცხვირის ნესტოში ტესტი მოათავსეს და კორონავირუსზე შეამოწმეს. ახალბედა დედის სიტყვებით, ცხოვრებაში უფრო საშინელი არაფერი უნახავს:
"პირველად დავინახე, როგორ ტიროდა ჩემი პატარა ცრემლებით. ვეხუტებოდი, მასთან ერთად ვტიროდი და ვცდილობდი, რომ გაძლებაში დავხმარებოდი".
პეიტონი ნაადრევად, 7 თვის დაიბადა და მისი წონა 1,5 კილოგრამს შეადგენდა. როდესაც სამი კვირის იყო, მას COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. დღეების განმავლობაში შოტლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები გარდაიცვალნენ, მაგრამ პეიტონი განიკურნა. ის და დედა საავადმყოფოდან 20 აპრილს გაწერეს.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე და მოსახლეობის აქცია საკარანტინე ზონაში — 22 აპრილის შეჯამება
- ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
- საქართველო პიკის მოლოდინში და ამერიკული ნავთობის უარყოფითი ნიშნული — 20 აპრილის შეჯამება
- აღდგომა იზოლაციაში და მსოფლიო ჩვეული ცხოვრების დაბრუნების მცდელობაში — 19 აპრილის შეჯამება;
- მე-4 გარდაცვლილი და სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს — 18 აპრილის შეჯამება
- 17 აპრილის შეჯამება: სასულიერო პირები მანქანითა და პირბადის გარეშე, მრევლი — პირიქით;
- მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები