მოხსნილი შეზღუდვები საქართველოში და 6 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — კვირის შეჯამება
31 მაისის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 6 152 160;
- გარდაცვლილი — 371 700;
- გამოჯანმრთელებული — 2 637 496.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 783;
- გამოჯანმრთელებული — 605;
- გარდაცვლილი — 12;
- კარანტინის რეჟიმში — 2 494
- სტაციონარში — 301;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
კვირის ფაქტი:
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოს მასშტაბით,კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 1 784 824 შემთხვევა, აშშ-შია დადასტურებული. ამავე მონაცმების მიხედვით, მეორე ადგილზე ბრაზილიაა 498 440 დადასტურებული ინფიცირებულით, მესამეზე კი რუსეთი, სადაც 405 843 შემთხვევაა დადასტურებული.
კვირის ფოტო:
ჩინეთში, უხანში, ხალხი პარკში პირბადეებით ცეკვავს.
კვირის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
აშშ-ში COVID-19-ის ანტისხეულების ტესტების ნახევარი მცდარია — CDC
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ ანტისხეულების ტესტები ხშირად არც ისე ზუსტია. მათივე თქმით, ანტისხეულებზე ტესტირების მიხედვით, ადამიანების სამსახურში დაბრუნებაც არ უნდა გადაწყდეს.
"ანტისხეულების ტესტებზე დაყრდნობით, დაავადებაგადატანილი ადამიანების სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში და გამოსწორებით დაწესებულებებში დაბრუნების გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული", — წერია CDC-ის განცხადებაში.
როგორც CDC-ში ამბობენ, რომ სეროლოგიური ტესტი ყალბ დადებით პასუხს უფრო ხშირად იძლევა, ვიდრე ყალბ უარყოფითს. ანუ მეტად ალბათურია, რომ ადამიანს, რომელმაც ტესტირების საფუძველზე აჩვენა, რომ ანტისხეულები გამოიმუშავა, სინამდვილეში ანტისხეულები არ გააჩნია.
რა ხდება მსოფლიოში:
მსოფლიოში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრები უკვე გახსნა, ზოგმაც ტურისტული სეზონის გახნის სავარაუდო თარიღისთვის მზადება დაიწყო.
მათ შორისაა ჩეხეთი, რომელმაც ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი უკვე გახსნა. ჩეხეთში დაიშვებიან მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, სტუდენტები და საქმიან ვიზიტებზე ჩასული პირები. ორშაბათიდან ჩეხეთი საზღვარს სლოვაკეთთანაც გახსნის.
მომავალი თვიდან გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას აპირებს. შეზღუდვების მოხსნა შეეხება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, ისლანდიას და ისეთ ქვეყნებს, რომლებიც შენგენის ზონაში იმყოფებიან.
ასევე, საერთაშორისო მოგზაურები ესპანეთში ტურების დაჯავშნას ივლისიდან შეძლებენ.
ზოგიერთმა ქვეყანამ კი საზღვრები პირიქით ჩაკეტა. ასეთია, მაგალითად, აშშ, სადაც პანდემიის მსხვერპლთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. მან ბრაზილიასთან მიმოსვლა შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება თეთრ სახლში მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრაზილია ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა.
პარალელურად მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლოა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იყოს.
ავსტრალიაში კი კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ცდაში მონაწიელობას 18-დან 59 წლამდე ადამიანები მონაწილეობენ. ქვეყანაში ვაქცინის გამოცდის პირველ შედეგებს ივლისისთვის ელიან.
მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევიდან მედიკამენტი პლაქვენილი (ჰიდროქსიქლოროქინი) დროებით ამოიღო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის განმარტებით, სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ის ადამიანებში, ვინც პლაქვენილს იღებდნენ, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდებოდა. გაბრეიესუსის თქმით, სწორად ამ ინფორმაციის გამო პრეპარატის კვლევებში ჩართვა დროებით შეჩერდა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ კვლევაში საქართველოც ჩართულია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას არ დადებს.
ცერცვაძის თქმით, პლაქვენილის მკურნალობიდან ამოღების მიუხედავად, საქართველოში სერიოზული გვერდითი მოვლენები ამ წამალს არ ჰქონია.
რა ხდება საქართველოში:
საქართველოში კვირის განმავლობაში ყოველდღიური მონაცმებით ხან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რიცხვს, ხანაც პირიქით. კვირის ბოლო დღეს, 31 მაისს, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა და 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც დაადავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, აღნიშნული მატება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და შეზღუდვების მოხსნასთან პირდაპირ კავშირში არაა. მისი თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არაა და ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
თუმცა, ეპიდსიტუაცია უკონტროლოა ოკუპანტ ქვეყანაში. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა. უმართავი ეპიდსიტუაციის ფონზე საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია მორიგ ჯერზე მათი სამიზნე გახდა. ოფიციალური რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად თავიანთი ექსპერტების დაშვებას ითხოვს. კვირის განმავლობაში ლაბორატორიაში დაშვების მოთხოვნამ რამდენჯერმე გაიჟღერა.
პასუხმა არც საქართველოდან დააყოვნა. როგორც ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რუს ექსპერტებს ლუგარში ჩამოსვლა საერთაშორისო მისიის ფარგლებში შეუძლიათ და შეეძლოთ, როცა მათ უარი განაცხადეს. რუსები რომ ლუგარში მარტო ვერ ჩამოვლენ, ამირან გამყრელიძეც ამბობს და მათ მოუწოდებს, რომ "ველიკა ძერჟავულ" ჩვევებს შეეშვან.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი ამბავი, რაც ამ კვირაში მოხდა ისაა, რომ ორი თვის შემდეგ, 29 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, თუმცა შეზღუდვებით. აკრძალულია პირბადის გარეშე ტრანსპორტში შესვლა, ასევე, არ შეიძლება მგზავრების ფეხზე დგომა. ზაფხულში მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში არ ჩართავენ კონდიციონერს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, გაგრილების სისტემა ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.
ასევე, 31 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ელექტრონული დაჯავშნის სერვისი განახლდა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები;
- პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები მუშაობას შეძლებენ;
- პირველი ივნისიდან მუნიციპალური სერვისები აღდგება;
- 8 ივნისიდან სასტუმროები გაიხსნება.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა:
დანიამ კორონავირუსის გამო განცალკევებული შეყვარებულებისთვის საზღვარი გახსნა
წყვილებისთვის, რომლებიც საზღვრების ჩაკეტვის გამო ერთმნეთის ნახვას ვერ აერხებდნენ, თავიანთი ურთიერთობის დაადასტურების შემთხვევაში დანიაში მცხოვრები საყვარელი ადამიანის ნახვას შეძლებენ. საუბარია ფინეთის, ისლანდიის, გერმანიის, ნორვეგიის ან შვედეთის მუდმივ რეზიდენტებზე, რომელთა მეწყვილეც დანიაში ცხოვრობს.
იმისათვის, რომ ურთიერთობა დაადასტურონ, მათ ურთიერთობის ამსახველი ფოტოები, შეტყობინებები ან ელექტრონული წერილები უნდა წარადგინონ.
აღნიშნული გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ წყვილებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში მაინც არიან ერთად. შეზღუდვის მოხსნით ვერ ისარგებლებენ ის ადამიანები, რომელთა ურთიერთობა ონლაინ ან ტელეფონის საშუალებით ჰქონდათ და ერთმანეთს არ შეხვედრილან.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები