შოუს დაბრუნების შემდეგ ყველაფერზე ვილაპარაკებთ — ელენ დეჯენერესი
ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 21 სექტემბერს ელენის შოუ მე-18 სეზონით დაუბრუნდება მაყურებელს. გავრცელებულ პრესრელიზს ერთვის 62 წლის წამყვანის კომენტარიც: "ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები სამუშაოს და ჩვენს სტუდიას. და, დიახ, ჩვენ ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ".
რამდენიმე თვის წინ ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, ელენ დეჯენერესი, სკანდალში გაეხვა. ყოფილი თანამშრომლები ელენ დეჯენერესის შოუს და მის პროდიუსერებს რასიზმსა და ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებების გახმაურების შემდეგ საქმის შესწავლა გადაწყვიტა შოუს დისტრიბუტორმა კომპანიამ, WarnerMedia-მ. ამის შემდეგ კი თანამშრომლებს საჯაროდ მოუბოდიშა თავად ელენმა:
"ჩვენი გადაცემის პირველ დღეს, შეხვედრაზე, ყველას ვუთხარი, რომ ელენ დეჯენერესის შოუ ბედნიერების ადგილი იქნებოდა — ადგილი, სადაც ხმის ტონს არავინ აუწევდა და ერთმანეთს ყველა პატივისცემით მოეპყრობოდა. როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა. იმედგაცრუებული ვარ იმის შეტყობით, რომ ასე არ მოხდა. ამის გამო ბოდიშს გიხდით. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს იმის საპირისპიროა, რისიც მწამს და რაც ჩემი გადაცემისთვის მსურდა", — აცხადებდა ემის მფლობელი სატელევიზიო შოუს წამყვანი.
აგვისტოში გადაცემის სამი პროდიუსერი დაითხოვეს. მოგვიანებით, გავრცელდა ხმები, რომ ელენის შოუ, შესაძლოა, ზაფხულის შესვენებიდან ეკრანზე აღარ დაბრუნებულიყო და სამუდამოდ დახურულიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
აპრილის შემდეგ გადაცემის ჩაწერებმა სტუდიიდან სახლში გადაინაცვლა, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ახალი სეზონი კვლავ სტუდიიდან გაგრძელდება, ამჯერად — კორონავირუსის პანდემიის გამო — აუდიტორიის გარეშე.
შოუს მე-18 სეზონის პრემიერაზე სტუმრად ვიხილავთ ამერიკელ მსახიობსა და კომიკოსს, ტიფანი ჰადიშს. ასევე კერი ვაშინგტონს, ალეკ ბოლდუინს და კრისი ტიგენს. გარდა ამისა, თვის ბოლომდე პოპულარულ შოუს ეწვევიან კრის როკი, ემი შუმერი, ადამ სენდლერი და ორლანდო ბლუმიც.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
კომენტარები