გოგა ხაჩიძის აზრით, გირჩიდან იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი უნდა წავიდნენ
გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ პარტია იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა უნდა დატოვოს. მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გირჩი იშლებოდა, გოგა ხაჩიძე პარტიის ოფისში მივიდა.
მისი თქმით, გარკვეული პროცედურებისა თუ წესების გამოყენებით უნდა გაირკვეს, როგორი იქნება პარტიის მომავალი.
"არსებობს გირჩის ჯგუფი, გირჩის ბაბლი, არსებობს ჯედები, არსებობს შმედები, ნებისმიერი წესით აირჩეს, რა წესებით უნდა გადაწყდეს, რომ ის ხალხი უნდა წავიდეს გირჩიდან, თუ მეორე ვერსია, ვერც განვიხილავ, გადავწყვიტოთ და, ალბათ, ეს წესები გაარკვევს, ვინ და როგორ იქნება", — აღნიშნა ხაჩიძემ.
ხაჩიძემ ირიბად, ისე რომ იაგო ხვიჩიას სახელი არ უხსენებია, ისაუბრა მის პოსტზე, რასაც უშუალოდ ხვიჩიას და გირჩის კრიტიკა მოჰყვა:
"როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული CEO ა.შ. და ა.შ. ასეთ დროს ასე ორსიტყვიანი რამეს აკეთებ, ასეთი ფორმით, არაერთგზის თან (არ აქვს ამ შემთხვევაში შინაარსს მნიშვნელობა), რომელიც იწვევს იმას, რომ ათასობით ადამიანი, რომელმაც კორონიან ქვეყანაში ხმა მოგცა შენ, გამოდის და გლანძღავს, იქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ღრმად ლიბერტარიანულ მსჯელობებში ვინ შევა და ვინ აღმოაჩენს ვინაა მტყუანი და მართალი. როცა ხარ პოლიტიკოსი და როცა ხარ საჯარო პირი და გაქვს ამხელა პასუხისმგებლობა, ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს", — აღნიშნა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს, 4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია გირჩი გაიყო. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა.
"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე არ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.
წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა", — წერს ჯაფარიძე ფეისბუქ ჯგუფში.
ზურა ჯაფარიძეს არ უთქვამს, როგორი იქნება მისი სამომავლო ხედვა და ნაბიჯები და არც ის განუმარტავს, მიდის თუ არა პარტიიდან. როგორც პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, ზურა ჯაფარიძესთან მათი უთანხმოება არ უკავშირდება არც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს და არც პორნოგრაფიის საქმეზე გამოთქმულ მის მოსაზრებას.
- ხვიჩია: მე საიდან უნდა წავიდე? გირჩი მე ვარ, ზურაც გირჩია, ჩემი აზრით
- ბევრი წელი არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამას არ ველოდი — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- რაქვიაშვილის თქმით, ჯაფარიძემ ულტიმატუმები წამოაყენა და გარკვეული "ცენზურა" სცადა
რამდენიმე დღის წინ გირჩს ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები