შუბლის ძარღვის იმპლანტი ჟვანიას მაინც არ გამოადგა, ელისაშვილს წაუღონ — ნადირაშვილი
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წვერი, ირმა ნადირაშვილი, მიმართავს ადამიანებს, ვინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას სიმბოლურად შუბლის ძარღვის იმპლანტი აჩუქეს და სთავაზობს, იგივე საჩუქარი პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მიუტანონ. ასე შეაფასა ნადირაშვილმა ელისაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკების შედეგია.
"ივერი მელაშვილმაც თქვა, რომ თუ ელისაშვილიც მის ხარჯზე აპირებს პარლამენტში შესვლას, ამის ნაცვლად ის მზად არის, რომ უკან დაბრუნდეს ციხეში, მეტი რაღა უნდა თქვას ამ ადამიანმა. თუ ელისაშვილმა აქედანაც ვერ გააკეთა დასკვნა, ამ ფულის შეგროვების ამაღელვებელი ფაქტიდან და მელაშვილის ამ განცხადებიდან, მაშინ მე უბრალოდ ვთავაზობ იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე შუბლის ძარღვის იმპლანტი მიუტანა თამარ ჟვანიას, მას მაინც არ გამოადგა არაფერში და მე ვთავაზობ, რომ ეს იმპლანტი ელისაშვილს წაუღონ", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება პარტია მოქალაქეების გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის შესახებ, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ელისაშვილი მისთვის ქართული ოცნების წევრია.
"ჩემთვის ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების წევრია, ამიტომ, კომენტარების გაკეთება ალბათ ზედმეტია, რადგან რამდენჯერ, ვთქვათ, არჩილ თალაკვაძე და დიმიტრი ხუნდაძე ერთმანეთს ნახულობენ, ჩვენ ამაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ქართული ოცნება შიგნით ვის შეხვდება, ეს ჩვენი საქმე არ არის", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლეს. გუშინვე, მოძრაობა #სირცხვილია მათთვის გირაოს თანხის შეგროვება გადაწყვიტა. ანგარიშის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა.
გუშინვე, პარტია ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათი გათავისუფლება ყველაფერს ცვლის, რადგან ეს მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო პარლამენტში შესასვლელად. დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.
სწორედ მოძრაობა #სირცხვილიას პერფორმანსი იყო ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიასთვის საჩუქრების მიტანა, რომელთა შორისაც შუბლის ძარღვის იმპლანტიც იყო. ასე გააპროტესტეს #სირცხვილიას წევრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები