გამყრელიძეს ჰგონია, იმ პერიოდში ვცხოვრობთ, ბრეჟნევი რომ კოცნიდა ხალხს — ბურჯანაძე
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძის ჰგონია "ბრეჟნევის პერიოდში" ვცხოვრობთ. ასე ეხმაურება იგი გამყრელიძის განცხადებას, რომ რესტორნებში ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის რისკი იზრდება.
"თურმე რესტორანი იმიტომ არ უნდა გაიხსნას, პირბადე არ იხმარება იქ, წესით და რიგით, არის შესაძლებელი რომ დათვრეს ხალხი რესტორანში და ერთმანეთი კოცნონ. ბრეჟნევის პერიოდს იხსენებს, ბრეჟნევი რომ კოცნიდა ხალხს, ეს ჰგონია, ამ პერიოდში ვცხოვრობთ, გამყრელიძეს. თვითონ, ჰგონია, რომ დარბაზში შევა, იქ იქეიფებს, "ტრულაილას ფული რად უნდა" — ამას მოისმენს და ეს არის დღეს რესტორანი. არ არის ქალბატონებო და ბატონებო რესტორანი ეს", — განაცხადა შოთა ბურჯანაძემ TV პირველის ეთერში.
ბურჯანაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს წევრებს არ ჰყოფნით კომპეტენცია ისე მართონ სიტუაცია, რომ რესტორნებმა რეგულაციების პარალელურად შეძლონ მუშაობა.
"დღეს კომპეტენცია არ ჰყოფნის ამ ხალხს, სწორად გათვალონ, ჩვენ დაგვსვან იმ სიტუაციაში, რო რეგულაციით შესაძლებელი არის ოპერირება. ამას ვითხოვთ", — ამბობს ბურჯანაძე.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე რესტორანი აპირებს მუშაობის განახლებას.
"რაოდენობას ვეძებთ ჩვენ, მთავარი არის, რომ ერთ ადამიანსაც პროტესტი თუ აქვს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს", — ამბობს ბურჯანაძე.
აკრძალვების მიუხედავად, 6 თებერვლიდან რესტორნები გახსნას გეგმავენ. 30 იანვარს 200-მდე რესტორანმა პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისი გათიშეს. რესტორატორები შეზღუდვის მოხსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ.
3 თებერვალს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რესტორნების მფლობელების მხრიდან კანონის დარღვევას, მკაცრი რეაქცია მოჰყვება.
გაიგეთ მეტი:
- ამირან გამყრელიძე: რესტორნებში სხვა რისკია, როდესაც მივირთმევთ ალკოჰოლს გამამხნევებელს
- დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა მიუღებელია, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია — თურნავა რესტორნებზე
- ბევრი რესტორანი გვეუბნება, რომ დღეს მათთვის პრიორიტეტული სამუშაოს განხორციელების უფლების მიღება არ არის — ფერაძე
- კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს — თურნავა რესტორნების მფლობელებს
- აკრძალვის მიუხედავად, 6 თებერვლიდან რესტორნების გახსნა იგეგმება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები