მხარს ვუჭერთ ჯანსაღ საზოგადოებასა და სიყვარულს — Nature Conservation Georgia
5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Nature Conservation Georgia. საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ორგანიზაციის ლგბტქ ფერებში გადაწყვეტილი ლოგო, აღნიშნულია, რომ ისინი საქართველოში მცხოვრებ "ყოველ ჩაგრულ ადამიანს" სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ. ამასთან, გმობენ "ძალადობრივ პროცესებს" და ემიჯნებიან "ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს".
"სრულიად ვემიჯნებით კანონის ფარგლებს გარეთ არსებულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც სხვა ადამიანის უფლებების შელახვაზე გადის".
განცხადებაში ასევე გამოთქმულია "რიონის ხეობის მცველების" გადაწყვეტილებით გაკვირვება.
"ვგმობთ მათ ქმედებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მოძრაობა და მათი ლიდერები შეძლებენ დაშვებული შეცდომების რაიმე გზით გამოსწორებას და გააგრძელებენ ჯანსაღი აზრის მხარეს დგომას, გააკეთებენ ამას ისე, როგორც აკეთებდნენ ასეულობით დღე. რადგან ეს ბრძოლა დღეს უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ხასიათს ატარებს და მისი მიზანი სრულად გამართლებულია".
დასასრულს Nature Conservation Georgia დასძენს, რომ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ავტორიტეტების ვალდებულებაა, განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პოზიცია გამოხატონ და დაგმონ ძალადობა.
"ჩვენი სრული მხარდაჭერა მშვიდობას, ადამიანთა თავისუფლებას, ჯანსაღ საზოგადოებასა და სიყვარულს".
5-6 ივლისის მოვლენები
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა, საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვეს. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
მსოფლიო გამოხმაურება
განვითარებული მოვლენების პასუხად, არაერთმა ორგანიზაციამ ხელისუფლების არასათანადო ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. "შოკირებული ვართ, რომ ხელისუფლებამ ძალადობის აღკვეთა ვერ შეძლო", — ასე შეაფასა Human Rights House Foundation-მა 5 ივლისს მომხდარი. ISFED-ის განცხადებით კი, "სახელმწიფო მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს".
სახელმწიფო ლიდერებსა და უწყებებს დაუყოვნებლივი მოქმედებისა და ადამიანების დაცვისკენ მოუწოდეს 21 საელჩოდანაც.
საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა მოიცვა მსოფლიო მედიაც — BBC-მ, The Guardian-მა და Reuters-მა 5 ივლისის დღის ქრონიკა სრულად გააშუქეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ქართველმა ჟურნალისტმა საკითხი კანის კინოფესტივალის პრესკონფერენციაზეც გააჟღერა, საქართველო და მომხდარი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა არაერთი ცნობილი ადამიანის ყურადღების ცენტრსა და წამყვანი უცხოურენოვანი გამოცემების ობიექტივში.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები