სარჯველაძის თქმით, ჰარცელსაც უნდა ეთქვა მელიასთვის, რომ "გაჩერდი და ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ"
ქართული ოცნების დეპუტატისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ვინმეს არ უნდა, ქვეყანაში დაძაბულობა არსებობდეს, მელიას უნდა უთხრას: "გაჩერდი და ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებს". კითხვაზე აღნიშნული მელიასთვის ჰარცელს უნდა ეთქვა თუ არა, სარჯველაძე პასუხობს, რომ "რასაკვირველია". იგი ასე გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მელია-კობახიძის დაპირისპირებას.
"ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას, ა.შ. ეს ადგნენ და გაარკვიონ და ერთმანეთში არკვიონ, მაგრამ ის ამაზრზენი ქცევები, რომელსაც ახლა გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან და იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან კონკრეტულად, რომ მელიამ რაც იკადრა, არის წარმოუდგენელი რამ, ამის ნაცვლად, ახლა რაღაც ალტერნატიულ ვერსიებს და ალტერნატიულ საყურადღებო ცენტრებს ქმნიან, რატომ?
ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში, რომ ასეთი დაძაბულობის კერები, ასეთი კონფლიქტები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უნდა უთხრას, რომ მელია, გაჩერდი და ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ და დამთავრდა, რაღად უნდა ამას შემდეგ რაღაც ინიციატივები.
რასაკვირველია, მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა [ჰარცელს] ეს, ორი აზრი არ არსებობს ამაში და თავს იკავებს. მე, რა ვიცი რა უთხრა, მაგრამ იმის მერე რაც გამოდის ამბავი, ყველა ცდილობს, რომ სხვაგან გადაიტანოს მიმართულებები", — განაცხადა სარჯველაძემ კითხვაზე, ჰარცელს რა როლი აქვს მომხდართან დაკავშირებით.
23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.
ისინი ერთმანეთს ხელებს უქნევნდნენ, მუშტი ჰქონდათ მოღერებული, მათ შორის კი ჟურნალისტები და ოპერატორები იდგნენ. კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს, ხოლო მელიამ მიკროფონზე მიუთითა და მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჰკითხა, "გინდა გესროლო?". მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.
დაპირისპირების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მალევე ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ ნიკა მელიას გამოსვლამდე. მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისში პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იქ შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება პირადად სთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის მომხრეები დაიშალნენ, თუმცა ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მივიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, შეხვედრა დასრულდა, თუმცა სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერიტორიის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს, ელჩის თხოვნაა, რომ შეხვედრის მონაწილეები შენობაში დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მივიდნენ.
გაიგე მეტი:
- კობახიძე ამბობს, რომ "ხულიგანი" მელიას პროვოკაცია "ვერ მოითმინა" და უცენზურო სიტყვებისთვის ბოდიშს იხდის
- თუ ხელისუფლება ევროკავშირის ოფისთან ცემა–ტყეპას დაუშვებს, ეს კატასტროფა იქნება — უგულავა
- სადამდე მიიყვანა მელიამ ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა — მდინარაძე კობახიძეზე
- პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს — მელია კობახიძესთან დაპირისპირების შემდეგ
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები