არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს იქნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში", — თქვა მან.
ცესკომ პირველადი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, თბილისში მეორე ტური ჩატარდება. მანამდე, 2 ოქტობერს, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.
- ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისში მეორე ტური იქნება
- ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 48% მიიღო, მინიმუმ 5 ქალაქში კი მე-2 ტური იქნება — ვრცლად
- დათვლილია ხმების 100%: მარნეული, აბაშა და კიდევ რამდენიმე თვითმართველი თემი, სადაც ოცნების კანდიდატები იგებენ
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები