მწვანე პასპორტის აუცილებელი პირობა უნდა იყოს არა ზოგადად, არამედ ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილის სტატუსი — ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ მწვანე პასპორტისთვის აუცილებელი პირობა არა ზოგადად, არამედ ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილის სტატუსი უნდა იყოს. ცერცვაძე ამ მოსაზრებას საერთაშორისო სტანდარტს აფუძნებს.
"ჩვენი დაკვირვებით და საერთაშორისო დაკვირვებით, გადატანილი კოვიდის შემდეგ რჩება იმუნიტეტი ექვსი თვე — შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ საშუალოდ 6 თვე. ამიტომ, ჩემი აზრით, სამედიცინო ჩვენებით, გამართლეული იქნება, რომ მწვანე პასპორტის აუცილებელი პირობა იყოს — ვაქცინაციასთან ერთად ან PCR ტესტთან ერთად — არა ზოგადად კოვიდგადატანილის სტატუსი, არამედ ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილის სტატუსი, როგორც ეს არის საზღვარგარეთ", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ის ფიქრობს, რომ კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემა თავის მოტყუებაა.
"ჩვენ ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა?! ჩვენ ეს იმისთვის გვინდა, რომ დავიცვათ ადამიანები, დავიცვათ ერთმანეთი", — განაცხადა ცერცვაძემ.
1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მან თქვა, რომ მსჯელობდნენ კოვიდგატანილებისთვის პასპორტზე შეზღუდვა ყოფილიყო 6 თვე, თუმცა პირადად მისი რეკომენდაცია იყო, რომ ამ კატეგორიაზე კოვიდპასპორტი უვადოდ გაეცათ და "საბჭომ გაიზიარა მისი წინადადება".
საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებს არ განუმარტავთ, რა სამედიცინო არგუმენტის საფუძველზე გაიზიარეს ღარიბაშვილის რეკომენდაცია. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ასეთი ახსნა შემოგვთავაზა:
"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ".
ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში გაცემულ მწვანე პასპორტს ქვეყაქნაში და მის საზღვრებს გარეთ ყოველთვის თანაბარი წარმატებით ვერ გამოვიყენებთ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები