რამაზ გერლიანის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეკონომისტ რამაზ გერლიანის საქმეს შეისწავლის. მისი თქმით, გერლიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.
"თავდაპირველად ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შსს-სთან, საწყის ეტაპზევე. ამ ეტაპზე დამდგარი მოცემულობა უკვე განსხვავბულია. შესაბამისად, დავინტერესდებით, ცხადია და მოვითხოვთ [ინფორმაციას]", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რამაზ გერლიანი, რომელსაც ოჯახი 19 დეკემბრის შემდეგ ეძებს დღეს, 22 დეკემბერს, გვიან ღამით პოლიციამ იპოვა. მისი თქმით, სურამში იმყოფებოდა და წასვლის მიზეზი პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაა.
გაუჩინარების დღეს მან პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ ფეისბუქზე განცხადება გამოაქვეყნა. გერლიანი წერდა, რომ რადგან ხალხი ამ პოსტს კითხულობს, "მთლად კარგად არ არის საქმე"; ამბობდა, რომ ღირსება შეულახეს და თავს ცუდად გრძნობს. მან გამოაქვეყნა სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის, ერთ-ერთი პირის ფეისბუქგვერდის სქრინი და განაცხადა, რომ სწორედ ის ემუქრებოდა, შეიარაღებული დახვდა ბინაში და მიაყენა შეურაცხყოფა.
გერლიანი აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი პოლიციის მუნდირის გამოყენებით, საპოლიციო სისტემითა და სხვადასხვა საშუალებით მასსა და ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა. გერლიანი ვარაუდობდა, რომ ის ვინმეს დავალებითა ან დაკვეთით მოქმედებდა და მოპოვებულ ინფორმაციას სხვას გადასცემდა. ასევე, წერდა შესაძლო თვალთვალსა და მიყურადებაზეც.
მისივე თქმით, მომხდარზე პოლიციაშიც განაცხადა, თუმცა "კანონი დუმს", ხოლო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება საერთოდ არ დაიწყო. გერლიანი წერდა იმასაც, რომ განადგურებულია და რაც უნდოდათ, ის მიიღეს, მაგრამ მის მართვას ვერ შეძლებენ.
რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები