ევოკავშირი სრულიად აღიარებს საქართველოს უფლებას, აირჩიოს თანამშრომლობა საკუთარი გადაწყვეტილებით — ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი სრულიად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უფლებას, თავად აირჩიოს ვისთან სურს თანამშრომლობა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, დესტაბილიზაციის მიმართულებით შესაბამისი ზომები მიიღოს.
"როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ევროკავშირი, სრულიად ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ქვეყნის უფლებას, აირჩიოს ის თანამშრომლობა და ის ორგანიზაციები, ვისთანაც უნდა ითანამშრომლოს საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით, რაც არის ქვეყნის ფუნდამენტური უფლება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამ პროცესს ვაკვირდებით, ხელს ვუწყობთ და ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულია. ევროკავშირი მზადაა, მიიღოს ზომები იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის მიმართულებით დიდი ფასი გადაიხადოს", — აცხადებს ის.
11 იანვარს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ პატივს სცემს თითოეული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის, სუვერენიტეტს. ამასთანავე, დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ საქართველოს გარეშე მის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია.
10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა. თითქმის 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ორივე მხარე თანახმაა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა კომენტარებით ცხადია, რომ ისინი შორს არიან შეთანხმების მიღწევისგან.
შერმანის თქმით, შეხვედრაზე გულწრფელად და პირდაპირ ისაუბრეს და ეს იყო დისკუსია ერთმანეთის უკეთ გასაგებად. მისივე თქმით, ეს არ იყო ის, რასაც მოლაპარაკებებს ეძახიან. თავის მხრივ რიაბკოვიც ამბობს, რომ შეხვედრა რთული, პროფესიონალური და კონკრეტული იყო. მისივე თქმით, აშშ სერიოზულად მიუდგა რუსეთის მოთხოვნებს.
რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინზე თავდასხმის გეგმა არ აქვს და აღნიშნა, რომ დასავლეთს შანტაჟისა და სანქციების გარდა არსენალში არაფერი დარჩა. შერმანმა კი განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის მოთხოვნები ნატოს გაფართოების შეჩერებაზე და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ისევე, როგორც ნატოზე, ნატოს გარეშე. რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვს სჭირდება "რკინა-ბეტონის გარანტიები", რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი პოზიციებს არ თმობს.
ამავე თემაზე:
- რუსეთმა არაერთხელ განახორციელა აგრესიული ქმედებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში — ბლინკენი
- რუსეთი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში წლების განმავლობაში აღვივებდა კონფლიქტებს — პრაისი
- NATO-ს გაფართოება მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის თავისუფლებისთვის — სტოლტენბერგი
- რასმუსენი: 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით, დროა, გეგმა ჩამოვაყალიბოთ
- NATO-ს გაფართოება აღმოსავლეთით მიუღებელია, რა არის აქ გაუგებარი? — პუტინი
- რუსეთი ითხოვს "რკინა-ბეტონის გარანტიებს", რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან NATO-ს წევრები
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
კომენტარები