ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკა კიკაძის ინფორმაციით, მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, მაკო მაჭარაშვილი გაათავისუფლეს. ის ამ გადაწყვეტილებას კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ თავად კიკნაძე რამდენიმე თვის წინ, სწორედ წულიკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მუზეუმის ხელმძღვანელობიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაიტანეს.
"დღეს კიდევ ერთმა თანამშრომელმა მიიღო ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ეს არის მაკო მაჭარაშვილი, რომელიც 10 წელზე მეტია მუშაობს მუზეუმში. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი წევრი ჩვენი გუნდის და ალბათ, უკანასკნელი წარმომადგენელი თავის თაობისა ხელოვნების მუზეუმში. ამ თაობის იქ უკვე აღარავინ აღარ დარჩა, სამწუხაროდ [...]
ხელოვნების მუზეუმში პრაქტიკულად აღარ დარჩა ეროვნული მუზეუმის გუნდი. თეა წულუკიანმა აბსოლუტურად გაწმინდა ხელოვნების მუზეუმი ჩვენგან, რომლებიც მან თავიდანვე მიიჩნია ხალხის მტრებად და თავიდანვე ღიად გამოგვიცხადა, რომ ჩვენი ადგილი იქ არ იყო", — განაცხადა კიკნაძემ ფორმულასთან საუბრისას.
ხვალ, 14:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან "განხორციელებული ბოლშევიკური წმენდის გასაპროტესტებლად" საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის სლოგანებია "დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის!" და "კულьტ УРА საიმედო ხელშია!".
ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ივლისში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.
შენობიდან ექსპონატების გატანის იდეას კითხვები მოჰყვა მათ ბედსა და "ევაკუაციის გეგმასთან" დაკავშირებით. ამ კითხვებს მუზეუმის თანამშრომლებიც სვამდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მინისტრმა გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო. ეკა კიკნაძე 31 ივლისს "ჩამოალაბორანტეს". 14 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღეში მას მუზეუმის კიდევ სამი თანამშრომელი მიჰყვა. მას შემდეგ მუზეუმი არაერთმა ადამიანმა დატოვა, ნაწილი კი გაათავისუფლეს. გასულ წლის დეკემბერს მუზეუმში რეორგანიზაცია ოფიციალურად დაიწყო. 14 იანვარს კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში საშტატო პოზიციები 175-დან 146-მდე შემცირდა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვარებელ უილსონის თქმით, სექსი პირველად 35 წლის ასაკში ჰქონდა რებელ უილსონის თქმით, სექსი პირველად 35 წლის ასაკში ჰქონდა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
კომენტარები