პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან — დეკანოიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში მიემგზავრება, მათი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. დეკანოიძე დასძენს, რომ კიევში თავად აუცილებლად წავა.
"შიდა გარჩევები უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით, ნამდვილად არის ძალიან უხერხული ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან [...] ამ დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან", — განაცხადა მან.
ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ უკრაინისთვის სამძიმრის გამოხატვაზე "ვაჭრობას" არ აპირებენ.
"კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ჩვენ არ ვაპირებთ ვაჭრობას ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის [...] პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია გამოხატა გუშინდელ შეხვედრაზე და დღესაც ეს პოზიცია, ასევე, ღირსეული სახით რჩება ძალაში", — თქვა მან.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის მიმართ სოლიდარობა მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული. ასევე, ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ ვიზიტში ენმ მონაწილეობას არ მიიღებს.
"აი, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ომის პარტია არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი", — თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ პაპაუაშვილმა გადაიფიქრა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრები შეთანხმდნენ, რომ უხერხულობისა და გაუგებრობის მოსაგვარებლად უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მანამდე, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილი ამბობდა, რომ რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანდა.
"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა მაშინ უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.
13 აპრილს პაპუაშვილსა და სტეფანჩუკს ონლაინშეხვედრა ჰქონდათ. პარლამენტის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. იმავე დღეს რადას თავმჯდომარემ დაწერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულა. მისი თქმით, უკრაინაში დეპუტატების ვიზიტი დაადასტურებს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.
ამავე თემაზე:
- ხუნდაძის თქმით, "ბინძურ ბრალდებებზე განმარტებების" ან ბოდიშის გარეშე, ბუჩაში პაპუაშვილის ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს
- "მგონი, ავად არის შალვა" — რას ამბობენ დეპუტატები ბუჩაში პაპუაშვილის მიწვევაზე
- ბუჩაში ქართულ ოცნებასთან ერთად რომ წავიდე, უბრალოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო — ხოშტარია
- ლელო მზადაა, უკრაინაში ვიზიტით წავიდეს, როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან ერთად
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები