რუსეთის მტკიცებით, ჩაძირული "მოსკოვის" ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 27 — დაკარგულია
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "ნა ხ*ი" გაშვებული სამხედრო გემის, მოსკოვის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. მათივე მტკიცებით, დაკარგულად ითვლება — 27.
როგორც Reuters წერს, სამინისტრო ამტკიცებს, რომ დანარჩენი 396 წევრის ევაკუაცია მოახერხებს. რუსეთმა მხოლოდ 15 აპრილს აღიარა, რომ გემი ჩაიძირა, თუმცა თავდაცვის უწყებამ მიზეზად ბუქსირებისას საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანება დაასახელა.
კრეისერის დაბომბვაზე ინფორმაცია 13 აპრილს გავრცელდა. უკრაინული მედია წერდა, რომ იწვოდა რუსული სამხედრო გემი სახელად "მოსკოვი" — სწორედ ის, რომელსაც კუნძულ ზმეინის მცველებმა მიმართულება ომის დაწყებისთანავე მიუთითეს.
15 აპრილს კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ "მოსკოვი", რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა "ნა ხ*ი" გაუშვეს, იძირება. თუმცა, რუსეთი ამას არ აღიარებდა. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო და მუშაობდნენ იმაზე, რომ გემი პორტში ბუქსირით შეეყვანათ.
მოგვიანებით, პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ CNN-ს განუცხადა, რომ "მოსკოვზე" სერიოზული აფეთქება მოხდა, თუმცა ის სვლას აგრძელებდა. მისივე თქმით, გემი, სავარაუდოდ, სევასტოპოლში შესაკეთებლად გაჩერდებოდა.
რუსული სამხედრო გემის ჩაძირვა კოლოსალური სამხედრო მოვლენაა და მნიშვნელოვნად ამცირებს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო პოტენციალს. გარდა ამისა, არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთისთვის ეს ძლიერი გარტყმაა სახეში და ხომალდის სახელიც სიმბოლურია. როგორც BBC-ის რუსული ბიურო განმარტავს, "მოსკოვი" შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო და რუსულ ფლოტში ყველაზე ძლიერ შეიარაღებად ითვლებოდა.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები