ქართული ოცნების დეპუტატები ირაკლი კობახიძეს ერთი მეორის მიყოლებით ამართლებენ
იმის ნაცვლად, რომ მმართველი პარტიის წევრებმა ირაკლი კობახიძის დისკრიმინაციული ლექსიკა და აგრესია დაგმონ, მას ამართლებენ და თავადაც შეურაცხყოფას აგრძელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს დისკრიმინაციული მოტივით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.
-
კობახიძის საქციელი დაგმო სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ "ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს".
-
ამას გმობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
მამუკა მდინარაძე კობახიძის შეურაცხმყოფელი ფრაზების მაკრიტიკებლებს "ბნელი სექტის ნაწილად" მოიხსენიებს.
- მისი თქმით, კობახიძე რომ პოლიტიკოსი არ ყოფილიყო, ჟურნალისტები "გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდნენ".
გივი მიქანაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს კობახიძეს და ამბობს, რომ მისთვის პატივია ასეთ გუნდში ყოფნა.
- ქართული ოცნების წევრი იხსენებს თმენის ვალდებულებასაც, რომელიც აშკარად ხშირად ავიწყდებათ პარტიაში და ამბობს, თითქოს ეს ის შემთხვევაა, როცა "ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას".
შალვა პაპუაშვილი კობახიძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმის გამართლებას "პროვოკაციით" ცდილობს.
- მისი განცხადებით, ბოლო 2 დღეა ხედავენ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაციაც იყო გუშინ.
- ის ამბობს, რომ ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის საშუალებით.
ნინო წილოსანი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა კობახიძის ფრაზები დისკრიმინაციული და სექსისტური.
- On.ge-მ წილოსანს ჰკითხა, როგორც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურებოდა თუ არა ამ ამბავს და მიაჩნდა თუ არა, რომ ეს სექსისტური ენა იყო.
- მან ფეისბუქგვერდზე გადაგვამისამართა, სადაც ეს ტექსტი დაგვხვდა: "როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის — ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!!"
თამარ ტალიაშვილმა მხარდამჭერი კომენტარი კობახიძის ფეიბუქპოსტზე დაწერა, სადაც ის ჟურნალისტის შეურაცხყოფას აგრძელებს და თან პრეზიდენტს, ოპოზიციას და სხვა ჟურნალისტებს ლანძღავს.
- "ჟურნალისტიკა უნდა დაუბრუნდეს ჟუნრალისტებს. ლანძღვა არაა ჟურნალისტიკა. საამაყო მამა გყავს", — წერს დეპუტატი.
დავით მათიკაშვილი წერს, რომ "კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს".
- "ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს, ირაკლი კობახიძეს".
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "აუცილებელია, მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად".
- ის ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმას გამიზნული პროვოკაციას უწოდებს, "რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კრიტიკულ, არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ჟურნალისტიკასთან".
დიმიტრი ხუნდაძე მართალია პარტიიდან წავიდა, თუმცა კობახიძეს მაინც მხარდაჭერას უცხადებს "მარგინალური მედიის და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში".
- შეურაცხმყოფელ ლექსიკას ისიც იყენებს და მედიისა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს.
- "როდესაც არც პიროვნული და არც პროფესიული ღირსება გაქვს, კადრულობ იმას, რაც გუშინ მოვისმინეთ".
- "დაბალი განათლება, არაპროფესიონალიზმი, უზნეობა და მოღალატეობრივი სულისკვეთება იქცა დღეს ზოგიერთი ქართული მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების კრედოდ".
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "პარტიული ტელევიზიის" ჟურნალისტები წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ "აბსურდული და ღირსებისშემლახველი" განცხადების ტირაჟირებას.
- "საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებზე აგებულ კონსტიტუციასთან და ქართული საქმის კეთებასთან".
- "ქართული ოცნების გუნდი, სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!"
კახა კალაძე ისრების გადატანას ჟურნალისტზე ცდილობს და ამბობს, რომ "შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია".
- "რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო, გიყუროთ რა ლამაზად და კარგად მაგინებ? ეს არის სწორი მიდგომა?"
ბექა ოდიშარიამ კობახიძის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამართლება შეურაცხმყოფელი განხცხადებით სცადა.
- "აქაური მაძუნგალების დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო "პატრიოტების" ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?!", — ასე მიმართა მან ჟურნალისტებს.
ალუდა ღუდუშაურს მიაჩნია, რომ ის, რაც გუშინ ვიხილეთ ჟურნალისტის მხრიდან შეკითხვა კი არა, შეურაცხყოფა იყო.
- "თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის მიღმა, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება იქნება და პასუხიც იქნება, ამას უნდა შევეგუოთ".
ფართო სურათში: თითოეული დეპუტატის განცხადება მიზნად ისახავს, არა მხოლოდ კობახიძის გამართლებას, არამედ ამართლებს და ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას და შეურაცხმყოფელ რიტორიკას.
- არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წევრები მსგავსი განცხადებებით ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებენ.
მასალა განახლდება და ქართული ოცნების სხვა დეპუტატების შეფასებებიც აისახება.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები