მე მსხვერპლი არ ვარ — კრის როკი ოსკარზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს
ცნობილი ამერიკელი კომიკოსი კრის როკი ოსკარის წლევანდელ დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როკმა, რომელსაც ნომინაციის გამოცხადებისას ხუმრობისთვის ოსკაროსანი მსახიობი უილ სმიტი ფიზიკურად დაუპირისპირდა, აღნიშნა, რომ საკუთარ თავს მსხვერპლად არ მიიჩნევს. თუმცა, კომიკოსი ამბობს, რომ სმიტის გაწნილი სილა მწარე იყო.
"ვინც ამბობს, სიტყვა მწარეაო, მას სახეში მუშტი არ მოხვედრია", — ამბობს როკი, — "მე მსხვერპლი არ ვარ. ჰო, ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა, ეგ დავივიწყე და მეორე დღეს სამუშაოზე წავედი. ქაღალდით მოყენებული ჭრილობისთვის საავადმყოფოში არ გავრბივარ".
როკმა, რომელიც 2022 წლის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციას წარადგენდა, თავის მონოლოგში უილ სმიტის ცოლის, ჯეიდა პინკეტ სმიტის, გადაპარსულ თავზე იხუმრა. ამის შემდეგ, სმიტი სცენაზე აიჭრა და კომიკოსს სახეში გაარტყა. თავის ადგილზე დაბრუნებისას მან როკს დაუყვირა, ჩემი ცოლის სახელი აღარ ახსენოო.
კრის როკმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებდა, მსახიობისთვის ეჩივლა. მართალია, უილ სმიტმა მოგვიანებით მოიბოდიშა კიდეც, მაგრამ კინოაკადემია მაინც დატოვა. სხვათა შორის, მსახიობს, რომელმაც ინციდენტის საღამოს ოსკარიც მიიღო, პრესტიჟულ კინოღონისძიებაზე დასწრება მომდევნო ათი წლით აეკრძალა.
რაც შეეხება როკს, ოსკარის დაჯილდოების შემდეგ მან კომედიის ტური წამოიწყო. კომიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მოვა დრო, როცა მომხდარზე თავის გამოსვლებშიც ისაუბრებს და ეს "სერიოზულიც იქნება და სახალისოც".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები