პროსახელისუფლებო გვერდები ამჯერად კელი დეგნანის დისკრედიტაციას ცდილობენ
ტროლგვერდები, რომლებიც სხვადასხვა დროს მმართველი გუნდის მესიჯბოქსებს აქტიურად ავრცელებენ და თავს ესხმიან მათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ახლა აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა დაიწყეს, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა პარტნიორობისთვის შეუსაბამო საქციელად შეაფასა.
- ეს ფეისბუქგვერდები პარტიიდან წასულების მესიჯბოქებს ასპონსორებენ და ელჩის მიმართ აგრესიას აღვივებენ.
- ამ ფორმით ისინი არყევენ ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ და ავრცელებენ ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ მესიჯებს.
დეტალები: სოციალურ ქსელში სახელისუფლებო გვერდების ქცევა მითების დეტექტორმა შეისწავლა.
- ორგანიაციის განცხადებით, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების (მეხუთე კოლონა/5 kolona, ტერენტი გლდანელი, სექტა) ქარდი, რომლის მიზანი მართლმსაჯულებაში ელჩის ჩარევის დემონსტრირება იყო, პრორუსული ალტ-ინფო/კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმაც (სარკრაზმელები, Goga Tukhareli) გააზიარეს.
- კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს ის, რომ ორმა გვერდმა იდენტური ვიზუალის პოსტები, იდენტური შინაარსის კომენტარით ("თვით სამართალი"… "თვითონ არის სამართალი!") ერთი და იმავე დროს 19 საათსა და 09 წუთზე გაავრცელეს.
- მცირედი ინტერვალით (19:19) დეგნანზე ტერენტი გლდანელის პოსტი კიდევ ერთმა ხელისუფლებასთან დაკავშირებულა გვერდმა სექტამ გადააზიარა.
დასპონსორებული პოსტები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე: ორგანიზაციის განცხადებით, მეხუთე კოლონას ელჩის წინააღმდეგ თემიდას გამოსახულებით პოსტი დასპონსორებული აქვს, ისევე როგორც მეორე პოსტი, რომელიც გვერდზე 15 ივლისს გამოაქვეყნდა და დეგნანს "ორმაგი სტანდარტებით" მოქმედებაში ადანაშაულებს.
- მათივე თქმით, სასამართლოში ჩარევის თემაზე დასპონსორებული იყო სახელისუფლებო გვერდზე GeoPress-ზე გამოქვეყნებული სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რომელშიც ისინი ელჩს მოსამართლის საქმეში ჩარევასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავდნენ.
დასპონსორებული პოსტები ომში ჩათრევის ბრალდებით: ამ თემაზე პოსტები დაარეკლამეს GeoPress-მა და ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა გვერდმა სიახლეების ბლოგი • Blog News, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოდ პოზიციონირებენ.
- კერძოდ, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი, რომელშიც ის ელჩს მიმართავდა და ომში ჩათრევის ნარატივს ავითარებდა.
- შემდეგ წასულების მორიგი ღია წერილი, სადაც ისინი ელჩს კითხვებზე პასუხებს სთხოვდნენ.
- ასევე, დასპონსორებულია პოსტი "დიდ ძალებზე", რომლებსაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურდათ.
- ერთ-ერთ დასპონსორებული პოსტის ილუსტრაცია განასახიერებდა წასულების წერილის შინაარს — "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს".
- აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიზუალით და სათაურით "ომი თუ მშვიდობა – საქართველო დილემის წინაშე" წერილი რამდენიმე სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ მედია საშუალებაშიც გამოქვეყნდა.
- ამ თემაზე დასპონსორებული იყო რობერტ სტურუას წერილიც, რომელშიც ის დეგნანს მიმართავდა და მეორე ფრონტის გახსნის სურვილში სდებდა ბრალს.
დასპონსორებული პოსტები ივანიშვილთან შეხვედრაზე: დეგნანისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის შეხვედრის შესახებ ვიდეო სათაურით "რას ამბობდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ" გვერდმა ქართული ოცნება ჩემი არჩევანია გაავრცელა და დაასპონსორა.
- ელჩის "გულმავიწყობაზე" აკეთებდა აქცენტს მეორე სახელისუფლებო ანგარიში ტერენტი გლდანელი.
- ფეისბუკ გვერდი სექტა კი მანიპულაციურად ამტკიცებდა, თითქოს ივანიშვილმა დეგნანთან შეხვედრის ფაქტის დადასატურებით, ელჩის მიერ ომში ჩართვის შესაძლებლობის მოთხოვნა დადასტურდა.
- ამ თემაზე პოსტი დაასპონსორა ორგანიზაცია აი იამაც, რომელმაც თავისივე დამფუძნებლის, ვატო შაქარაშვილის შეთქმულების თეორია გამოაქვეყნა.
რა ვიცით ამ გვერდებზე: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის პოზიციების გასაძლიერებლად სოციალურ ქსელში დისკრედიტაციის კამპანია იწყება.
- On.ge-მ არაერთხელ უამბო მკითხველს ისეთ გვერდებზე, როგორიცაა სექტა, ტერენტი გლდანლი და მეხუთე კოლონა და იმაზეც, თუ როგორ ესხმოდნენ ისინი თავს სახელისუფლებო მესიჯბოქსებით ვოლოდიმირ ზელენსკის, ნინო ლომჯარიას, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ სხვებს.
- როგორც მითების დეტექტორი წერს, მეხუთე კოლონაზე 11 მარტიდან 21 ივლისის ჩათვლით სულ 32 პოსტი არის გამოქვეყნებული — ყველა დასპონსორებულია, თითოეულში კი 100 დოლარზე ნაკლები თანხა არის გადახდილი.
- რაც შეეხება Geopress-ს და სიახლეების ბლოგს ორივე 2021 წელს ზაფხულში შეიქმნა — MDF-ის ინფორმაციით, ისინი ჩართული იყვნენ როგორც ევროპარლამენტარების, ასევე უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიაში.
არქივიდან: ჯერ კიდევ 2019 წელს ფეისბუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი წაშალა.
- როგორც მაშინ ატლანტიკური საბჭო ამბობდა, ეს გვერდები ავრცელებდნენ ისეთ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი აშშ-ის დისკრედიტაციას ეწეოდა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები