ლუგანსკისა და ხერსონის დე ფაქტო ხელმძღვანელებმა რუსეთს ანექსიის "თხოვნით" მიმართეს
ფსევდორეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მათ რუსეთის პრეზიდენტის სახელზე სპეციალური განცხადებები გაავრცელეს.
დეტალები: ე.წ. ლუგანკის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელმა რუსეთს დროშების ფონზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ დონბასი რუსეთის ნაწილია და უკვე 8 წელია "იბრძვიან ოცნებისთვის, დაუბრუნდნენ მშობლიურ ნავსაყუდელს".
- "პატივცემულო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მოგმართავთ ლუგანსკის ხალხის სახელით, იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკის მოსახელობამ რეფერენდუმზე თანხმობა გასცა, გთხოვთ თქვენ, განიხილოთ ლუგანსკის ეროვნული რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანების საკითხი", — ამბობს ის, რის შემდეგაც ეკრანზეც რუსული დროშა ჩნდება.
- ხოლო ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტექსტური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, თითქოს "რეფერენდუმი" ჩატარდა საერთაშორისო სამართლის ყველა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპისა და ნორმის დაცვით.
- ისიც "სთხოვს" პუტინს, ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში ახალ სუბიექტად მიღებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები კრემლის მარიონეტულმა ძალებმა ჩაატარეს, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს და არცერთი ქვეყანა არ აღიარებს რუსეთის გარდა.
- პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, წინასწარი შედეგებით, ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97% — თუმცა არ ამბობენ, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
- მელიტოპოლის მერის განცხადებით, ზაპოროჟიეში მოსახლეობის მხოლოდ 0,5% მივიდა გამოკითხვაზე.
- ამასთანავე, უკრაინულ მედიებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხალხს დაშინებით აიძულებდნენ ხმის მიცემას და ე.წ. კომისიის წევრები გამოკითხვაზე ჯარისკაცებთან ერთად დადიოდნენ.
- ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფარსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოკუპანტები რეფერენდუმს უწოდებენ, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მორიგი მცდელობაა.
ე.წ. რეფერენდუმი დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, საქართველომ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას უკანონოს, ხოლო უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს მიუღებელს უწოდებს.
- კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმების" შედეგებს არასდროს აღიარებენ და რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ.
- ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა ბრიტანეთმაც.
- საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემური შეურაცხყოფების ფონზე, "რეფერენდუმი" უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა.
- NATO-ს სახელმწიფოები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების არალეგალურ და უკანონო ანექსიას.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები