რამდენიმედღიანი ბრალდებებისა და მუქარის შემდეგ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდა
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია — ომის დაწყების შემდეგ, პორტების დაბლოკვის გამო ექსპორტი გაჩერებული იყო, რაც გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნიდა.
- მარცვლეულის გატანაზე შეთანხმების მისაღწევად ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომლებშიც რუსეთ-უკრაინის გარდა, თურქეთი და გაერო იყო ჩართული.
- საბოლოოს შეთანხმებასაც ხელი ამ ოთხეულმა მოაწერა და პასუხისმგებლობები გაინაწილა — მათ შორის, საზღვაო დერეფანში გემების მარშრუტსა და უსაფრთხოებაზე.
რატომ შეჩერდა შეთანხმება: 29 ოქტომბერს რუსეთმა შეთანხმება თავადვე დატოვა და როგორც ყოველთვის, უკრაინას დააბრალა.
- მიზეზი სევასტოპოლში დრონებით რუსების სამხედრო გემების დაბომბვა გახდა, რაც უკრაინას ოფიციალურად თავის თავზე არ აუღია, თუმცა არც უარუყვია.
- აგრესორი ქვეყანა ამტკიცებდა, თითქოს უკრაინელებმა, ბრიტანელების დახმარებით, დაბომბეს არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო გემიც და თან დრონები შეთანხმებაში მონაწილე მარცვლეულით დატვირთული გემებიდან გაუშვეს.
- უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ბრალდებებს აბსურდული უწოდეს — ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირონიულადაც კი თქვა, რომ მკვლელი ჩიტების შემდეგ, რუსები მკვლელ მარცვლეულზე ალაპარაკდნენ.
რა ხდებოდა შემდეგ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი კვლავ იარაღად იყენებდა საკვებს, რაც ამწვავებდა ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს. ევროკავშირმა კი მოუწოდა რუსეთს, დაბრუნებოდნენ შეთანხმებას.
- უკრაინა, გაერო და თურქეთი რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ მარშრუტზე, რომლითაც მარცვლეულს გაიტანდნენ.
- თუმცა რუსეთში ამბობდნენ, რომ შავ ზღვაში მარცვლეულით დატვირთული გემების მოძრაობა "მიუღებელია".
- გაერო და თურქეთი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პუტინთან, რომ დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ — უკრაინა პასუხს უახლოეს დღეებში ელოდა.
რატომ "შეიცვალა" რუსეთმა აზრი: თავდაცვვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინისგან მიიღეს წერილობითი გარანტია, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი გამოყენებული იქნება მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების და შეთანხმების მიხედვით.
- მათი თქმით, "მოცემულ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისი" აღმოჩნდა, რომ "სევასტოპოლში ტერაქტის" გამო შეჩერებულ მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებულიყვნენ.
- როგორც მედუზა წერს, უკრაინული პორტებიდან ექსპორტი განახლდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები