გაეროში ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონს მიუღებელს უწოდებენ
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ეხმაურებიან და გმობენ.
დეტალები: მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესო პოლიტიკური ვითარების ფონზე, ამ კანონპროექტის განხილვა და შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
- ასევე, კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას მის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს და უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო პოზიციებსა და რეპუტაციაზე, მათ შორის, გაეროში.
- "საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება".
- აქედან გამომდინარე, განცხადების ავტორები დაუშვებელსა და მიუღებელს უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოების და დონორების ნებისმიერი ფორმით სტიგმატიზებას, დისკრედიტაციასა და გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესებას".
ავტორთა თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაზე, რომლებიც საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს.
- "მათ შორის, საქართველოს ათასობით ახალგაზრდას აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას".
- ისინი უერთდებიან საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის განცხადებას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ყველა ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი შედეგები, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის და ქვეყნის წინსვლას შეანელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, რასაც პარალელურად პარლამენტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით.
- კომიტეტების სხდომაზე არ შეგვიშვეს მედია, NGO-ები, კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები, თუმცა შეუშვეს ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრები და ქართულ ოცნებასთან აფილირებული ე.წ. უფლებადამცველები.
- დაძაბული სიტუაციის გამო სხდომის დარბაზი შეიცვალა და კომიტეტი დაგვიანებით დაიწყო.
- რუსული კანონის და დეპუტატების ქმედებების გასაპროტესტებლად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 6 საათზე აქცია დააანონსეს და მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდეს.
- აქციაზე მისულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პოლიცია აპატიმრებდა — უმეტესად იმიტომ, რომ მონას და მოღალატეებს იძახდნენ.
- ხოლო მედიაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა იძალადეს — საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი.
- აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი.
საიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა.
- ასოციაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — შეისწავლოს მედია წარმომადგენლების, დემონსტრანტების დაკავების, სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.
ეთიკის ქარტია პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას და ჟურნალისტების დაკავებას გმობს.
- ქარტია მოუწოდებს თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირება ჰქონდეს და დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები.
- ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.
NGO-ები მზად არიან, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები