ხმაური, ფიზიკური დაპირისპირებები და ტექნიკური შესვენებები — რა ხდება კომიტეტზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ანტიდასავლური ძალის ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ, ხმაური და დაპირისპირებაა. პარალელურად, პარლამენტთან აქცია იმართება.
დეტალები: დღეს სხდომაზე ისევ არ შეუშვეს ჟურნალისტები. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს — ანუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შესვლა კიდევ უფრო გართულდა.
- სხდომაზე ხმაურის მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს დღის წესრიგის დამტკიცებისკენ მოუწოდა, ჰკითხა წინააღმდეგი ხომ არ იყო ვინმე, პასუხად კი მიიღო, რომ მთელი საქართველო ამ კანონის წინააღმდეგია.
- ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერებს გაფრთხილება მისცა — ლევან ხაბეიშვილს, ანა წითლიძესა და გიორგი ვაშაძეს კი დაემუქრა, რომ მომდევნო გაფრთხილებაზე დარბაზს დაატოვებინებდა.
- მალევე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა და პირდაპირი ეთერი შეწყდა.
- ხათუნა სამნიძემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ ლაივის გათიშვის შემდეგ დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
- მოგვიანებით, როცა სხდომა განახლდა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ დარბაზი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დაიცალა და ვინც შეკითხვა დასვა, ყველა გააძევეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2 მარტს საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, რასაც პარალელურად პარლამენტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით.
- კომიტეტების სხდომაზე არ შეგვიშვეს მედია, NGO-ები, კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები, თუმცა შეუშვეს ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრები და ქართულ ოცნებასთან აფილირებული ე.წ. უფლებადამცველები.
- პარლამენტთან აქციაზე მისულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პოლიცია აპატიმრებდა — უმეტესად იმიტომ, რომ მონას და მოღალატეებს იძახდნენ.
- ხოლო მედიაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა იძალადეს — საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი.
- აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი.
საიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა.
- ასოციაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — შეისწავლოს მედია წარმომადგენლების, დემონსტრანტების დაკავების, სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.
ეთიკის ქარტია პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას და ჟურნალისტების დაკავებას გმობს.
- ქარტია მოუწოდებს თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირება ჰქონდეს და დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები.
- ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები