როგორ შეაქო კობახიძემ ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პრემიერმინისტრის გამოსვლამ ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა, ტრადიციულად, ქართულ ოცნებაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით კმაყოფილი არიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე სასაუბროდ მივიდა.
- მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა მას, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ის ასე არ მოქცეულა.
- ტრადიციული რიტორიკისგან განსხვავებით, პრემიერმინისტრი ახსენებს რუსეთს, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის — უფრო მეტ დროს ის უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს უთმობს.
- მის ჩამონათვალში ომში ჩათრევის მცდელობებსა და სარფთხისშემეცველ 4 პროცესში მოხვდა სააკაშვილის ჩამოსვლა, უკრაინაში წამსვლელი მოხალისე მებრძოლებისთვის გაფრენის უფლების განხილვა, აქციები #შინევროპისკენ და 8-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი.
- პრემიერმინისტრმა სცადა, რომ ეს აქციები ძალადობრივად და მთავრობის გადატრიალების გეგმად წარმოეჩინა.
- ამავე ტრიბუნიდან, სადაც პოლარიზაციაში სხვას დასდო ბრალი, ღარიბაშვილმა ოპოზიციას ისევ უწოდა დესტრუქციული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს კი ძალადობრივი და ანარქისტული.
- ღარიბაშვილს სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთგზის განუმარტა და მოუწოდა არ გამოიყენოს სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა და არ წაახალისოს პოლარიზაცია და აგრესია ოპონენტების, მედიის და აქტივისტების მიმართ.
რა თქვა ოპოზიციამ: თეონა აქუბარდიამ ღარიბშვილის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ "მგლის თავზე სახარებას კითხულობენო", რადგან პრემიერს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჰკითხა, მან კი "ქართული ოცნების უსაფრთხოებაზე" ისაუბრა.
- "უხერხულობის შეგრძნება ხომ არ გიჩნდებათ, როდესაც მტერი გაქებთ და მოყვარე გაკრიტიკებთ", — ჰკითხა მას აქუბარდიამ და რუსი პროპაგანდისტების და სამთავრობო გუდნის განცხადებები შეახსენა.
- "ვის უნდა დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ, მთელი უსაფრთხოების სამსახურით რომ არ იყოს გარშემორტყმული აქაურობა და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის?" — უთხრა პრემიერს ანა ნაცვლიშვილმა.
- რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრმა შარშანდელი მოხსენება წაიკითხე და თქვა: "ბატონო ირაკლი, თქვენ რომ მოდიოდით, ეტყობა სხვა უჯრა გახსენით კანცელარიაში და სხვა მასალები წამოიღეთ".
- "დღეს აქ ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი, არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას პარლამენტში და Mea culpa-თი [ჩემი ბრალია] რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა", — უთხრა მას სალომე სამადაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას თავისი 15 წუთის გამოყენება ღარიბაშვილის ქებით და ოპოზიციის ლანძღვით დაიწყო.
- "მადლობა, ბატონო ირაკლი, არაჩვეულებრივი გამოსვლისთვის. დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10:0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე. მათი უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე", — განაცხადა კობახიძემ.
- იქვე კიდევ ერთი მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს და მის განათლებასაც გაუსვა ხაზი: "სხვათა შორის, ინტელექტზე და განთლებაზე როცა არის საუბარი, ქალბატონმა ეკამ დაუწუნა პრემიერს განათლება. როგორც ჩანს, სორბონის გადახვევა არ აკმაყოფილებს ქალბატონ ეკას".
- კობახიძემ საუბარი უსაფრთხოების გამოწვევებზე გააგრძელა აქაც აღნიშნა, რომ პრემიერმა ამ საკითხზე "ძალიან კარგად" ისაუბრა.
- "რაც შეეხება უსაფართხოებას, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რას აკეთებდა... პრემიერმა ძალიან კარგად ქრონოლოგიურად გაიხსენა ეს ყველაფერი, მეც რამდენიმე აქცენტი მინდა შემოგთავაზოთ, რას აკეთებდა ოპოზიცია 24 თებერვლის შემდეგ. ჯერ დავიწყებ იმით, რა გააკეთეს მათ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც ასევე პრემიერმა გაიხსენა — მათ ჩამოგვიყვანეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი", — თქვა მან და სააკაშვილის ჩამოყვანაში უკრაინის ხელისუფლებაც დაადანაშაულა.
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები