ამჯერად რა პროპაგანდით სცადა ღარიბაშვილმა 7-8 მარტის აქციების დისკრედიტაცია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პრემიერმინისტრი დღეს პარლამენტში ინტერპელაციის მეთოდითაა მიწვეული.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე სასაუბროდ მივიდა.
- მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა მას, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ის ასე არ მოქცეულა.
- ტრადიციული რიტორიკისგან განსხვავებით, პრემიერმინისტრი ახსენებს რუსეთს, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის — უფრო მეტ დროს ის უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს უთმობს.
- მის ჩამონათვალში ომში ჩათრევის მცდელობებსა და სარფთხისშემეცველ პროცესში მოხვდა სააკაშვილის ჩამოსვლა, უკრაინაში წამსვლელი მოხალისე მებრძოლებისთვის გაფრენის უფლების მიცემა, აქციები #შინევროპისკენ და 8-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი.
- პრემიერმინისტრმა სცადა, რომ ეს აქციები ძალადობრივად და მთავრობის გადატრიალების გეგმად წარმოეჩინა.
დეტალები: ღარიბაშვილი ამტკიცებდა, თითქოს მარტის აქციების ორგანიზებაში ჩართული იყო ე.წ. მეხუთე კოლონა — ასე ის ოპოზიციას მოიხსენიებს, უმეტესად ნაციონალურ მოძრაობას.
- პრემიერმინისტრის ლექსიკონში სატანისტების შემდეგ კიდევ რამდენიმე ეპითეტი გამოჩნდა და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეთა ნაწილს ექსტრემისტული, რადიკალური და ანარქისტული ძალები უწოდა.
- "ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა", — თქვა მან და პოლიციის მიმართ მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე ისაუბრა, მაგრამ არ ახსენა რა უძღოდა ამას წინ.
- "ჩვენ გვესმოდა მოწოდებები ევროპარლამენტის ზოგიერი წევრისგან, რომ ახლა არის დრო, მათი თქმით, ხელისუფლების დამხობის ,შეცვლის და ა.შ. ეს გეგმა, რა თმქა უნდა ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა", — აღნიშნა ღარიბაშვილმა ისე, რომ არ დაუზუსტებია, რომელმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ამ შინაარსის განცხადება.
- ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება და "არ დავუშვათ აქ რაიმე კონფრონტაცია და ომის გადმოტანა".
- შემდეგ კი იმაზე ისაუბრა, რომ მათ ცილს სწამებენ, პრორუსულს ეძახიან და ჩამოთვალა "ის კონკრეტული მიღწევები", რომელიც მათმა გუნდმა, "ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილმა ქართულმა ოცნებამ მოიტანა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის".
- ასეთებად პრემიერმა, ტრადიციულად, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა დაასახელა.
სინამდვილეში, როგორც ამის თქმა ქართულ ოცნებას უყვარს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზება მედიამ და სამოქალაქო სექტორმა დაიწყო, შემდეგ კი როცა მასშტაბური სახე მიიღო, მასში სხვადასხვა ჯგუფები ჩაერთნენ, განსაკუთრებით აქტიურად სტუდენტები.
- აქციები მშვიდობიანი იყო და მხოლოდ რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც ათასობით ადამიანის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
- გაურკვეველია, რას უწოდებს პრემიერმინისტრი სათანადო ადგილის მიჩენას, იმას რომ აქციების მონაწილეები სპეცრაზზმა დაარბია და ფიზიკურად იძალადა, როგორც დემონსტრანტებზე, ასევე ჟურანლისტებზე.
- თუ იმას, რომ ამ აქციების შემდეგ მათივე მხარდაჭერილი კანონის გაწვევა და ჩაგდება მოუწიათ.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები