რუსეთის აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, შემდეგ კი წაიშალა
რა ხდება: რუსეთის, ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, მოგვიანებით კი წაიშალა.
- საიტზე მითითებული ინფორმაციით, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, ცნობილი ხდებოდა, რომ პირდაპირი ფრენები 18 აპრილს განახლდებოდა.
- ეწერა ისიც, რომ რეისებს თბილისის მიმართულებით Georgian Airways შეასრულებდა. თუმცა ავიაკომპანიის ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იყო განთავსებული.
- BM.GE-სთან Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ავიამიმოსვლა 18 აპრილიდან არ აღდგება — "ინფორმაცია არასწორია. არანაირი სააღდგომო რეისი არ დანიშნულა. არ ვგეგმავთ 18 აპრილიდან რეისებს. მომავალში რა იქნება ვნახოთ, ჩემთვის ფრენა არავის აუკრძალავს".
- ქვემოდ მოცემულია სხვადასხვა დროს გადაღებული სქრინები: 1.სადაც თბილისისკენ პირდაპირი რეისი იძებნებოდა; 2. რეისი აღარ იძებნება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა.
- "ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე";
- "შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს";
- "სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ".
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2019 წლის 20 ივნისს სერგეი ლავროვის პარლამენტში გამოსვლისა და მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ, პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ. ფრენები შეჩერებულია ქართული ავიაკომპანიებისთვისაც.
- 2022 წლის 18 იანვარს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა.
- 19 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება, ამაში "ცუდი ვერაფერი დაინახა" კახა კალაძემაც.
- 20 იანვარს კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ ფრენებთან ერთად საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაც უნდა.
- ამავე წლის 25 იანვარს უკრაინის საგარეომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაარწმუნა, რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ თუ რუსეთთან ფრენების აღდგება, შესაძლოა, კომპანიები დასანქცირდნენ.
- 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამტკიცებდა, რომ საქართველომ ფრენების აღდგენა თავად შესთავაზა.
- 22 მარტს რუსულმა სამთავრობო, პროპაგადნისტულმა მედია TASS-მა დაწერა, რუსმა დეპუტატმა ეკონომიკურ ფორუმზე თქვა,რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების "ზღვარზე არიან".
ქართულ ოცნებაში აქამდე არაერთხელ უთქვამთ, რომ რუსეთთან პირდაპირ ფრენებს მიესალმებიან.
- მათ შორის იყო თბილისის მერი კახა კალაძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები